ფეხსაცმელი დამზადებულია განსაკუთრებული მასალით, რომელიც არის მოქნილი, ხანგრძლივად გამოყენებადი და მსუნთქავი. იმისთვის რომ ფეხსაცმელმა დიდი ხანი განაგძოს ხარისხიანად ფუნქციონირება, საჭიროა მისი მოვლა და რა თქმა უნდა სწორი გზითა და საშუალებებით. კარგი ზრუნვით თქვენ დიდხანს შეინარჩუნებთ ფეხსაცმლის კომფორტულობასა და წყალგაუმტარობას.
ნაბიჯი I: მომზადება
თუ თქვენი ფეხსაცმელი დასველდა, უკეთესია გააშროთ კარგად განიავებულ ოთახში და არ დადოთ რაიმე სითბოს გამომყოფ საშუალებასთან ახლოს. თასმები მოხსენით, ამ გზით შესაძლებლობა ექნება ჩაღრმავებული ადგილები გასწორდეს. ამოაძვრეთ საფენი, განსაკუთრებით ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, რადგან იგი აგროვებს ტენს.
ნაბიჯი II: გაწმენდა
ჯაგრისით გულმოდგინე წმენდით თქვენი ფეხსაცმლის ტყავი გახდება უფრო მეტად ჰაერის გამტარი. ამიტომაც აუცილებელია მათი გაწმენდა თბილი წყლითა და ჯაგრისით. თუ თქვენი ფეხსაცმელი ძალზე ჭუჭყიანია, მაშინ კარგია გამოიყენოთ თბილი საპნიანი წყალი ან გამოიყენოთ ფეხსაცმელზე ზრუნვის სპეციალური პროდუქტი, რომელიც ხსნის ტყავის ფორებს და შესაძლებელია წყლით ბოლომდე გამორეცხვა. სწორედ ამ მიზეზით აუცილებელია ფეხსაცმელი გაიწმინდოს კარგად განიავებულ ოთახში და არავითარ შემთხვევაში მზის ქვეშ ან სააბაზანოში ან გამათბობლის გვერდით ან სარეცხ მანქანაში. სველი ტყავი ადვილად „იწვის“, იგი შეიძლება დაობდეს, თუკი მას მოათავსებთ ნესტიან სივრცეში.
ნაბიჯი 3: გაჟღენთვა
თქვენი ფეხსაცმელი შესაძლოა უმნიშვნელოდ დატენიანდეს, როცა თქვენ გამოიყენებთ გამჟღინთავ სითხეს. დატენიანებული ტყავის ფეხსაცმლის ფორები არის უფრო ფართოდ ღია და შესაძლებელია სპრეი შევიდეს უფრო ღრმად ტყავში. სპრეი თავის მაქსიმუმ ეფექტურობას აღწევს 24 საათში. ამის შემდეგ თქვენი ფეხსაცმელი იქნება კიდევ უფრო წყალგაუმტარი. სპრეის ეფექტურობა იწყება ცვეთის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ.
რეგულარული გაჟღინთვის პროცესი წყალს და ჭუჭყს მოარიდებს ფეხსაცმელს. ტყავი აღარ იწოვს წყალს და ფეხსაცმელი წყალგაუმტარია და იგი კიდევ უფრო დაცულია. შეგიძლიათ თქვენი ფეხსაცმელი გაჟღინთოთ მანამ, სანამ მომავალ ტურს დაგეგმავთ.
ნაბიჯი 4: ზრუნვა
თუ თქვენ ხშირად გაცვიათ ფეხსაცმელი და ხშირად ტენიანდება იგი, ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმლის მოვლის საშუალება. თუ თქვენს ფეხსაცმელს მსუბუქად ჯაგრისით გადაუსმევთ ცვილოვან ფეხსაცმლის კრემს, ფეხსაცმელი შეინარჩუნებს თავის მდგომარეობას დიდხანს. იგივე სახის კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმლის იმ ნაწილზე, სადაც GORE-TEX – ია. ცუდად მოვლილი ტყავი ხმება და სკდება, ფეხსაცმელიც ზიანდება.
ფეხსაცმლის გამოშრობისთვის აუცილებელია საკმარისი დრო. თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაჟღინთოთ თქვენი ფეხსაცმელი, სანამ მომავალ ტურს დაიწყებთ. არ გამოიყენოთ არანაირი ცხიმი და ზეთი ფეხსაცმელზე. ამით ფეხსაცმელი შეიძლება დარბილდეს და წყალიც გაატაროს. მაგრამ ამავე დროს ამან შეიძლება გამოიწვიოს ტყავის ფორების დახურვა და ფეხსაცმელი დაკარგავს სუნთქვისა და განიავების თვისებას.
ნაბიჯი 5: შენახვა
შეინახეთ ფეხსაცმელი სპეციალურ ყუთში ან ჩანთაში მშრალ და კარგად განიავებად ოთახში. გამოიყენეთ ფეხსაცმლის ფორმის შესანარჩუნებლად ხის ჯოხები, რაც დიდხანს შეუნარჩუნებს ფეხსაცმელს ფორმას და დაიცავს დაზიანებისგან. შესაძლებელია აგრეთვე დაჭმუჭნოთ გაზეთი და ფეხსაცმელში ჩადოთ, ქაღალდი ნესტს შეიწოვს და ფეხსაცმელს ფორმასაც შეუნარჩუნებს, თუმცა აუცილებელია ქაღალდი აქტიურად გამოცვალოთ, სანამ ფეხსაცმელი არ გამოშრება.
***უჯრედების სპეციალური ზრუნვა
ტყავის სპეციალური ლოსიონი კარგია გამოვიყენოთ ფეხსაცმელზე, რადგან დროთა განმავლობაში ფეხისგან ტყავის უჯრედები უხეშდება და მარილიანდება, ხდება ადვილად მტვრევადი.
GORE-TEX -ის უჯრედებს ამგვარი ზრუნვა არ სჭირდება, მაგრამ კარგია თუ გარეცხავთ ნელთბილ საპნიან წყალში. თუ რეგულარულად არ იზრუნებთ ფეხსაცმელზე, მემბრანა დაკარგავს ეფექტურობას.
არ გარეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში.
დაუშვებელია ტყავის ფეხსაცმლისა და სინთეტური ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში მოთავსება, რადგან წყლის ტემპერატურამ და მანქანის მექანიკურმა მოქმედებამ შესაძლოა დააზიანოს ტყავის უჯრედები და დააკარგინოს თავისი ეფექტურობა.
ასევე აუცილებელია ფეხსაცმლის ქსოვილის ნაწილზე ზრუნვაც, რათა გაძლიერდეს ქსოვილის თვისება იყოს მდგრადი წყლისა და ჭუჭყის მიმართ.
აუცილებელია ფეხსაცმელი მოარიდოთ მჟავას, ნავთობპროდუქტებსა და სასუქებს, რადგან ამგვარი ნივთიერებები აზიანებენ ფეხსაცმლის შემადგენელ ბოჭკოებს. თუ შემთხვევით ფეხსაცმელს ეს ნივთიერებები მოხვდა, აუცილებელია სასწრაფოდ მათი გაწმენდა.
ლოვას ბრენდი რეკომენდაციას გასცემს მხოლოდ მისივე წარმოებულ მოვლის საშუალებებზე : LOWA Water Stop Pro, LOWA Active Creme ან LOWA Active Creme Black Edition – შავი, გლუვი ტყავის ფეხსაცმლისთვის.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმლის მოვლის ცნობილი ბრენდების საშუალებებიც: Nikwax, granger.
სტატიის ავტორი: მარიამ გოჩელაშვილი
წყარო: lowaboots.com