ჯუთა თბილისიდან 3 საათის სავალზე, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, ისტ. პროვინცია ხევში მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. სწორედ აქ იწყება ჩვენი საფეხმავლო ბილიკი, რისი მეშვეობითაც გავემგზავრებით საქართველოს ყველაზე ხელშეუხებელ ნაწილში, არხოტის ხეობაში. უღ. არხოტის(3287მ) გავლით გადავალთ მდ. ასას სათავეებში და დავუყვებით ხეობას. ვეწვევით ხევსურულ სოფლებს: ახიელსა და ამღას. შემდეგ კალოთანას ხეობით ავალთ კავკასიონის მთავარ ქედზე და გავაგრძელებთ მოძრაობას პანორამულ ბილიკზე, რომელიც მიუყვება მთავარ ქედს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ამავე ქედზეა უღელტეხილი ბოგოვაჩოსღელე, სადაც დაგველოდება ტრანსპორტი და დაგვაბრუნებს თბილისში. მგზავრობას დაჭირდება დაახლოებით 5 საათი. ჯუთისა და არხოტის ხეობები მთლიანად სასაზღვრო ზონაში მდებარეობს. სასაზღვრო ზონაში შესვლისას აუცილებლად უნდა გავიაროთ რეგისტრაცია ქართულ სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოზე, რისთვისაც ყველა მონაწილეს დაჭირდება პასპორტი.
კატეგორია სათავგადასავლო
სირთულე ★★★★★
კმ მანქანით 290კმ
კმ ფეხით 44
ზღვის დონე – მინიმალური 1592
ზღვის დონე – მაქსიმალური 3287
Day 1 დილით ადრე 06:00 გავდივართ თბილისიდან ჩრდილოეთით. სოფ. ჯუთიდან გზას ვაგრძელებთ ფეხით. დაახლოებით 3 კმ-ის გავლის შემდეგ შევჩერდებით მესაზღვრეების საგუშაგოსთან, სადაც გავივლით რეგისტრაციას, შევისვენებთ და გავაგრძელებთ გზას. დავბანაკდებით არხოტის უღელტეხილის ასასვლელთან, მდინარის პირას, ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე. სულ პირველ დღეს გასავლელი მანძილი – 9.5 კმ.
Day 2 დილით 08:00 საათზე ვსაუზმობთ და ავუყვებით არხოტის უღელტეხილს. ზღვის დონიდან 3287მეტრზე მდებარე უღელტეხილზე შევისვენებთ და დავეშვებით არხოტის ხეობაში, გავივლით ასას სათავეებსა და მცირე კანიონს, ასევე ახლად აშენებული როშკა-არხოტის საავტომობილო გზის ნაწილს და დავბანაკდებით ნასოფლარ კვირიწმინდასთან, ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრზე. სულ მეორე დღეს გასავლელი მანძილი -11 კმ.
Day 3 დილით 10:00 სათზე ვსაუზმობთ და გავუყვებით მდ. ასას ხეობას. ვეწვევით სოფლებს: ახიელსა და ამღას. ჩავუყვებით ასას დიდ კანიონს ძველ საგუშაგო კოშკამდე, შემდეგ კი უკან ამოვბრუნდებით და დავბანაკდებით ორი მდინარის შესართავში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. სულ მესამე დღეს გასავლელი მანძილი – 6.5 კმ.
Day 4 დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ და ავუყვებით კალოთანას ხეობას. ერთ დროს ცოცხალ და ხალხმრავალ ხეობაზე დღეს მხოლოდ ნასოფლარებია შემორჩენილი და ადგილობრივები პირუტყვის საძოვრად იყენებენ. დავბანაკდებით ხეობის სათავეში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2900 მეტრზე. სულ მეოთხე დღეს გასავლელი მანძილი – 9 კმ.
Day 5 დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ და გავუყვებით კავკასიონის მთავარ ქედს დასავლეთითი. პანორამული ბილიკიდან იშლება ხედები პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთზე, კარგი ამინდის შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხეობები. საფეხმავლო მარშრუტს დავასრულებთ უღელტეხილ ბოგოვაჩოსღელეზე, ზღვის დონიდან 3100 მეტრზე, სადაც დაგველოდება ტრანსპორტი და დაახლოებით 5 საათი მგაზვრობის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში. სულ მეხუთე დღეს გასავლელი მანძილი ფეხით – 8კმ.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.