სირთულე
ეს ბილიკი არის საშუალო სირთულის. პირველ დღეს ძირითადი დაბრკოლება მაღალი ბალახები და მუხლამდე მდინარის გადაკვეთაა. მეორე დღეს კი აღმართი 700 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. მესამე დღეს წინა დღეებში გავლილი უკან უნდა გამოვიაროთ, თუმცა უკვე დაღმართი და გათელილი ბილიკი გვექნება. ნებისმიერი ზრდასრული და ჯანმრთელი ადამიანი დაძლევს ამ ბილიკს. თუ თქვენი კონდიციების ამ ტურთან თავსებადობის გადამოწმება გსურთ, დაგვეკონტაქტეთ და პირადად დააზუსტეთ.
განრიგი
დღე 1: ტრანსფერი ჭუბერში. ორმელეთის ხეობაში შესვლა.
მანძილი 3.3 კმ. ასაწევი სიმაღლე 100მ.
დილით ადრე გავემგზავრებით თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით, სვანეთში. ჭუბერში გადავბარგდებით მაღალი გამავლობის მანქანებში და შევალთ ორმელეთის ხეობაში. 2-3 საათი მთის გზაზე მგზავრობის შემდეგ მანქანებს დავტოვებთ და ფეხით გავაგრძელებთ ტყის ბილიკზე მოძრაობას. საღამოს მდინარის პირას გავშლით ბანაკს, ვივახშმებთ და ღამეს გავათევთ კარვებში.
დღე 2: ლაშქრობა ოქროწყლის ტბამდე.
მანძილი 4.3 კმ. ასაწევი სიმაღლე 700მ.
დილით საუზმის შემდეგ განვაგრძობთ ლაშქრობას ოქროწყლის ტბისკენ. ამ დღეს გვაქვს ყველაზე რთული აღმართი. 1740 მეტრიდან 2430 მეტრზე ავალთ, სადაც დაგვხვდება ულამაზესი დიდი ოქროწყლის ტბა. ტბის პირას დავბანაკდებით და დარჩენილ დღეს გავატარებთ გარემოს დათვალიერებაში. ღამეს გავათევთ კარვებში.
დღე 3: დაბრუნება ჭუბერში. ტრანსფერი თბილისში.
მანძილი 7.6 კმ. დასაწევი სიმაღლე 800მ.
დილით საუზმის შემდეგ დავიწყებთ ლაშქრობას უკან, ორმელეთის ხეობისკენ. დავბრუნდებით მანქანებთან, საიდანაც გამოვემგზავრებით ჭუბერში და იქიდან-თბილისში.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.