8 კმ. ტყის ბილიკი. 2 მკვეთრი აღმართი 300 და 700 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
ასაწევი სიმაღლე ჯამურად -1200 მ.
7 კმ. ტყის ბილიკი. მკვეთრი 2 დაღმართი 300 და 700 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
დასაწევი სიმაღლე ჯამურად – 1200 მეტრი.
გასვლის საწყისი წერტილი – 260მ.
გასვლის ყველაზე მაღალი წერტილი – 1250მ.
საბანაკე წერტილი – 1250მ.
გასვლის სასრული წერტილი – 260მ.
ტურის საერთო სირთულე:
★★★☆☆ – ( საშუალო)
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
არაერთგვაროვანი რელიეფი, საშუალო მანძილი, რამდენიმე მკვეთრი აღმართი.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• საძილე ტომარა;
• საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• სამსეზონიანი სალაშქრო კარავი;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• იმისთვის რომ ტური შედგეს საჭიროა მინიმუმ 10 მსურველი.
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• წვიმის შემთხვევაში ბილიკზე იქნება ტალახი;
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ღირსშესანიშნაობანი:
• მტირალას ეროვნული პარკი;
• მთიანი აჭარის ტყეები;
• ცივწყაროს ბილიკის ლამასობა პატარა პატარა ჩანჩქერები და ხელუხლებელი ტყის ბილიკები;
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.