კატეგორია სათავგადასავლო
სირთულე : მარტივი
კმ მანქანით: 322
კმ ფეხით: 9
ზღვის დონე – მინიმალური 435 მ
ზღვის დონე – მაქსიმალური 717 მ
ტურის ფარგლებში ჩვენ გავემართებით თბილისიდან ლაგოდეხისკენ. ლაგოდეხის ეროვნული პარკი განთქმულია ბიომრავალფეროვნებით და არც მაჭის ციხის ბილიკია გამონაკლისი. სასიამოვნოდ გასავლელი, მწვანე ტყეში ჩაფლული მარტივი ბილიკი გულგრილს არავის ტოვებს. გზად გავივლით მესაზღვრეთა საგუშაგოს, სადაც გავივლით რეგისტრაციას, რისთვისაც დაგვჭირდება პასპორტები. მაჭის ციხე გახლდათ შუა საუკუნეებში კახეთის მეფეების საზაფხულო რეზიდენცია. დღეს შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები, რომელიც მარადმწვანე სუროთია დაფარული და დიდებულ სანახაობას ქმნის. დღის დასასრულს გამოვემგზავრებით თბილისისკენ, გზადმოვინახულებთ სიღნაღს – სიყვარულის ქალაქს.
მდ. მაწიმისწყლის ხეობა;
მაჭის ციხის ტყის ბილიკი;
მაჭის ციხის ნანგრევები;
სიღნაღი;
დილით 10:00 საათზე გავდივართ თბილისიდან აღმოსავლეთით, კახეთის მიმართულებით. სოფელ მაწიმიდან შევდივართ ლაგოდეხის ეროვნულ პარკში და ვიწყებთ მსვლელობას მაჭის ციხისკენ. გზად გავივლით მაწიმისწყლის ჭალებს. დაახლოებით 3 კილომეტრის გავლის შემდეგ შევჩერდებით მესაზღვრეთა საგუშაგოსთან, გავივლით რეგისტრაციას და გავაგრძელებთ გზას. მაჭის ციხესთან ვისადილებთ, შევისვენებთ და დავბრუნდებით იგივე გზით სოფელ მაწიმში. საიდანაც გამოვემგზავრებით ქ. სიღნაღისკენ. საღამოს დავათვალიერებთ ქალაქის გალავანსა და ცენტრალურ ქუჩებს, შემდეგ კი გამოვემგზავრებით თბილისში.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.