სირთულე
ეს ბილიკი არის საშუალო სირთულის. პირველ დღეს ძირითადი დაბრკოლება მაღალი ბალახები და მუხლამდე მდინარის გადაკვეთაა. მეორე დღეს კი აღმართი 700 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. მესამე დღეს წინა დღეებში გავლილი უკან უნდა გამოვიაროთ, თუმცა უკვე დაღმართი და გათელილი ბილიკი გვექნება. ნებისმიერი ზრდასრული და ჯანმრთელი ადამიანი დაძლევს ამ ბილიკს. თუ თქვენი კონდიციების ამ ტურთან თავსებადობის გადამოწმება გსურთ, დაგვეკონტაქტეთ და პირადად დააზუსტეთ.
განრიგი
დღე 1: ტრანსფერი ჭუბერში. ორმელეთის ხეობაში შესვლა.
მანძილი 3.3 კმ. ასაწევი სიმაღლე 100მ.
დილით ადრე გავემგზავრებით თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით, სვანეთში. ჭუბერში გადავბარგდებით მაღალი გამავლობის მანქანებში და შევალთ ორმელეთის ხეობაში. 2-3 საათი მთის გზაზე მგზავრობის შემდეგ მანქანებს დავტოვებთ და ფეხით გავაგრძელებთ ტყის ბილიკზე მოძრაობას. საღამოს მდინარის პირას გავშლით ბანაკს, ვივახშმებთ და ღამეს გავათევთ კარვებში.
დღე 2: ლაშქრობა ოქროწყლის ტბამდე.
მანძილი 4.3 კმ. ასაწევი სიმაღლე 700მ.
დილით საუზმის შემდეგ განვაგრძობთ ლაშქრობას ოქროწყლის ტბისკენ. ამ დღეს გვაქვს ყველაზე რთული აღმართი. 1740 მეტრიდან 2430 მეტრზე ავალთ, სადაც დაგვხვდება ულამაზესი დიდი ოქროწყლის ტბა. ტბის პირას დავბანაკდებით და დარჩენილ დღეს გავატარებთ გარემოს დათვალიერებაში. ღამეს გავათევთ კარვებში.
დღე 3: დაბრუნება ჭუბერში. ტრანსფერი თბილისში.
მანძილი 7.6 კმ. დასაწევი სიმაღლე 800მ.
დილით საუზმის შემდეგ დავიწყებთ ლაშქრობას უკან, ორმელეთის ხეობისკენ. დავბრუნდებით მანქანებთან, საიდანაც გამოვემგზავრებით ჭუბერში და იქიდან-თბილისში.
ტბა დიდი ოქროწყალი ნაკლებად ცნობილი და ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა საქართველოში. კავკასიონის მთებში ჩამალული გასაოცარი სილამაზე, ცივილიზაციისაგან მოშორებული ხეობები, მთის ანკარა მდინარეები და კლდოვანი მწვერვალები ნამდვილად აჯადოვებს მნახველს და ამ 3 დღიან ტურსაც დიდებულ მოგზაურობად აქცევს.
თბილისიდან 8 საათის მგზავრობის შემდეგ, სვანეთის ერთ-ერთი სოფლიდან დავიყწებთ მგზავრობას მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანით. დაახლოებით 3 საათი მთის გრუნტის გზაზე ვიმგზავრებთ, შემდეგ კი გზას ფეხით გავაგრძელებთ ტყის ბილიკზე. მაღალი ბალახებით დაფარული მინდორი დასრულდება მდინარესთან, რომელსაც გადავკვეთთ. მდინარის შემდეგ ბილიკი ალპურ მდელოებს მიუყვება სამხრეთით. მკვეთრი და რთული აღმართის დაძლევის შემდეგ მივადგებით ულამაზეს ოქროწყლის ტბას, რომელიც გარშემორტყმულია კლდოვანი მწვერვალებით. ტბიდან მარშრუტი ბრუნდება უკან, წინა დღეებში გავლილ ბილიკზე, საიდანაც სატვირთო ავტომობილით დავბრუნდებით ცივილიზაციაში, იქინდან კი ტრანსპორტით – თბილისში.
ღამისთევა კარვებში. 2 ღამე.
დილით ადრე 06:00 გავდივართ თბილისიდან დასავლეთით, სვანეთისკენ. მგზავრობას დაჭირდება დაახლოებით 8 საათი. სოფ. ლახამიდან გზას ვაგრძელებთ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილით. დაახლოებით 3 საათი მთის დაზიანებულ გზაზე მგზავრობის შემდეგ შევჩერდებით და წავიხემსებთ. ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ გავუყვებით ტყის ბილიკს მდინარისკენ. ტყიდან ბილიკი გადის მაღალი ბალახით დაფარულ მინდორზე, რომლის გავლაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ამ დაბრკოლების დაძლევის შემდეგ დავბანაკდებით მდინარის პირას, ზღვის დონიდან დაახლოებით 1750 მეტრზე. სულ პირველ დღეს გასავლელი მანძილი ფეხით – 3.5 კმ დილით 08:00 სათზე ვსაუზმობთ და ვიწყებთ უკან დაბრუნებას იმ გზით, რითიც ავედით. დავიწყებთ მკვეთრი დაღმართით, რომელსაც აქვს 500 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობა, შემდეგ ალპური მდელოებით მივადგებით მდინარე ორმელეთს, გადავლახავთ და ტყის ბილიკით მივალთ სატვირთოსთან, რომელიც დაგვაბრუნებს ცივილიზაციაში. სოფლიდან გადავბარგდებით ჩვენს ტრანსპორტში და გვიან ღამით დავბრუნდებით თბილისში. სოფლიდან თბილისამდე მგზავრობას დაჭირდება დაახლოებით 8 საათი. სულ მესამე დღეს გასავლელი მანძილი – 8კმ.1-ლი დღე: ორმელეთის ხეობა
მე-2 დღე: ტბა დიდი ოქროწყალიმე-3 დღე: დაბრუნება
აღჭურვილობის ტარება მოგიწევთ საკუთარი ზურგით, ამიტომაც წამოიღეთ მხოლოდ ის ნივთები, რაც აუცილებელია. ჩაიცვით კომფორტული სალაშქრო ფეხსაცმელი კოჭის მაფიქსირებელი შესაკრავით. სასურველია სალაშქრო, სწრაფშრობადი ტანსაცმელი და წინდები. ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთების სია დაგეხმარებათ გახდეს თქვენი ლაშქრობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო.
მოქმედი პასპორტი.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.