ტურზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია გადაამოწმოთ თავისუფალი ადგილები და შემდეგ ჩარიცხოთ თანხა.
🤝 როგორ ვქმნით უსაფრთხო და ჰარმონიულ გარემოს
იმისათვის, რომ ეს თავგადასავალი იყოს ორგანიზებული, უსაფრთხო და ყველასთვის სასიამოვნო, არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომლის დაცვაც ყველა მონაწილის პასუხისმგებლობაა:
▪️ტურს ხელმძღვანელობს გამოცდილი გიდი;
▪️ტურის მიმდინარეობისას ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს – ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის;
▪️შეკრების ადგილზე დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
▪️აკრძალულია ნებისმიერი სახის ან რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება და მოხმარება;
▪️მარშირებისას არ გამოიყენება ყურსასმენები;
▪️ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
▪️ტრანსპორტში მოწევა აკრძალულია;
▪️კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე;
▪️„მწვანე ზებრა“-ს გასვლის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
👣 ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
5 კმ საშუალოზე მარტივი სირთულის რელიეფი.
ღირსშესანიშნაობანი:
▪️შირაქის სამხედრო აეროდრომი, რომელიც ამიერკავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო საბჭოთა კავშირის დროს;
▪️არწივის ხეობის ახალი, ხეობაში გაჭრილი ბილიკი;
▪️ხორნაბუჯის ციხე და გასაოცარი გაზაფხულის ალაზნის ველი;
▪️ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონზე;
⚠️ ტურის სირთულე
★★☆☆☆- (საშუალოზე მარტივი)
მსუბუქი ბარგი, არაერთგვაროვანი რელიეფი, მოკლე მანძილი.
🥾 აუცილებელი აღჭურვილობა – შენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის:
▪️ლაშქრობისათვის მოსახერხებელი ფეხსაცმელი;
▪️მზისგან დამცავი საშუალებები;
▪️პატარა ზურგჩანთა საკვებისთვის და პირადი ნივთებისთვის;
▪️საწვიმარი;
🍲 კვება და წყალი
კვება ინდივიდუალურად, იქონიეთ 1 დღის სამყოფი საჭმელი და სასმელი, ასევე არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
❤️ ჯანმრთელობა
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და სხვ.) აუცილებელია წინასწარ გვაცნობოთ.
სასურველია ინდივიდუალური აფთიაქის ქონა.
რისკები/საფრთხეები:
▪️წვიმის/ნისლის შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ხედი და სანახაობა;
ფასში შედის:
▪️ტრანსპორტირება;
▪️საფეხმავლო გიდი;
▪️ლამაზ-ლამაზი ხედებით ტკბობა;
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.