ამ პოსტში წარმოგიდგენთ 14 ბობოლა ტბას, რომელიც მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენი აზრით ყველაზე მეტად იმსახურებს მიმდინარე წელს მონახულებას. სტატიაში რა თქმა უნდა ყველა ტბა არჩეულია სუბიექტურად, ჩვენს გემოვნებაზე დაყრდნობით თუმცა ობიექტურობაც არ გამოგვირიცხავს B-) აუცილებლად დაგვიკომენტარეთ რომელია თქვენი რჩეული და რომლის ნახვა გსურთ ყველაზე მეტად.
მაშ ასე დავიწყოთ !
1. ყელიწადის ტბა
ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა, 3081 მეტრზე მდებარე ტბა საქართველოში.
მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის ვულკანურ ზეგანზე ესიკომის, შერხოტასა და ხორისარის ჩამქრალ ვულკანებს შორის. წელიწადის უმეტეს დროს (9 თვე) თოვლითა და ყინულითაა დაფარული.
• სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: აგვისტო-სექტემბერი.
2. ლებარდეს დიდი ტობა
მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივლისი-სექტემბერი.
3. ლებარდეს ჭიჭე (პატარა) ტობა
მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს დიდი ტბიდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივლისი-სექტემბერი.
4. ცაშკიბულის ტობავარჩხილი
იგივე პატარა ტობა. მდებარეობს სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივლისი-სექტემბერი.
5. ჭითაგვალას ტობავარჩხილი
იგივე დიდი ტობავარჩხილი. მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივლისი-სექტემბერი.
6. წაქაწყარი
წაქაწყარის ტობა. მდებარეობს სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2580 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივლისი-სექტემბერი.
7. ლაკუმურაშ ტობა
მდებარეობს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივლისი-სექტემბერი.
8. შავი კლდეების ტბა
იგივე თამარის ტბა, გრძელი ტბა, ხალახელი. მდებარეობს კახეთში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ზღვის დონიდან 2900 მეტრზე. ტბას ორად ყოფს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი. სამხრეთი ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზეა, ჩრდილოეთი კი-რუსეთის ტერიტორიაზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივნისი-სექტემბერი.
9. უძირო ტბა
დებარეობს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მ.დოლომისის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივნისი-სექტემბერი.
10. ჯაჯის ტბა
მდებარეობს სამცხე-გურია-იმერეთის გზაჯვარედინზე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: მაისი-ოქტომბერი.
11. დიდი ოქროწყალი
მდებარეობს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვრიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივლისი-სექტემბერი.
ფოტოს ავტორი: ბესო ჩიქვინიძე
12. ტანიეს ტბა
მდებარეობს ხევსურეთში, არხოტში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ტანიეს ხეობაში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივნისი-სექტემბერი.
13. მწვანე ტბა
მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: ივნისი-ოქტომბერი.
ფოტოს ავტორი: ბესო ჩიქვინიძე
14. ლევანის ტბა
მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბულის ვულკანურ ზეგანზე, აბულ-სამსარის ქედზე, ზღვის დონიდან 2570 მეტრზე.
სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდი: აპრილი-ოქტომბერი.
ყველა ტბის სანახავად საჭირო იქნება მინიმუმ 18 დღე. თითოეულის ნახვას კარგი ფიზიკური მდგომარეობა სჭირდება.
ამოირჩიეთ თქვენი რჩეული და აიღეთ სამიზნედ 😉 ზაფხულის ლაშქრობებამდე დიდი დროა , ამიტომ აქტიურად გამოიყენეთ არააქტიური სეზონი ^^
ასევე შეგიძლიათ, იხილოთ 14 ტბა, რომელსაც უნდა ესტუმრო სანამ ლამაზი ხარ B|