ყოველი გასვლის წინ ხელახლა ფიქრობთ ხოლმე რა წაიღოთ? ან ხშირად დაგრჩენიათ რაიმე საჭირო ნივთი სახლში ? ჰოდა მაშინ ჩვენ ერთმანეთს კარგად გავუგებთ :დ
ამ პრობლემების მოსახსნელად გადავწყვიტე ჩამოვწერო აუცილებელი და სასურველი ნივთების სია ლაშქრობის სირთულის შესაბამისად. გამოვყოფ ორი სახის ჩეკლისტს: 1 დღიანი ანუ Day hiking და მრავალ დღიანი ანუ Backpacking მიმართულებებს. აქ წაიკითხავთ ერთ დღიანი მსუბუქი გასვლისთვის საჭირო ნივთების ჩამონათვალს. მაშ ასე, დავიწყოთ:
რა წავიღოთ ერთ დღიან ლაშქრობაზე (Day hiking) ?
თავდაპირველად უბრალო ჩამონათვალს გავაკეთებ რომ საერთო წარმოდგენა შეგექმნათ, შემდეგ კი თითოეული მათგანი რას შეიცავს უფრო დაწვრილებით გავშლი.
- ზურგჩანთა
- ტანსაცმელი
- სალაშქრო ფეხსაცმელი
- წყალი
- საჭმელი
- პირველადი დახმარების კრებული
- დანა
- საწვიმარი
- ნავიგაციის სისტემები, რუკა, კომპასი / ჯიპიესი ან გამოცდილი გამყოლი
- ფანარი
- ჰიგიენური საშუალებები
- პირადობის მოწმობა/პასპორტი
დამატებითი საშუალებები:
- სალაშქრო ჯოხები
- გამოსაცვლელი ტანსაცმელი
- გამოსაცვლელი ფეხსაცმელი
- ფოტოაპარატი
- ხელთათმანი
- ქუდი
- ბაფი
- სათვალე
სალაშქრო ზურგჩანთაერთ დღიანი ტურისთვის/ბუნებაში გასეირნებისთვის 11-25 ლიტრამდე ზურგჩანთა სრულიად საკმარისია, რომელშიც მოათავსებთ თქვენს ძირითადი საჭიროების აღჭურვილობას.
|
ტანსაცმელი და ფეხსაცმელისასურველი ტანსაცმელ/ფეხსაცმელის კარგად შერჩევა, რადგან უფრო სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი განტვირთვა გამოგივიდეთ.
დამატებითი ნივთები ცუდი / რთული ამინდის შემთხვევაში:
*სასურველია : გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი იქონიოთ, რომ ლაშქრობის დასრულების შემდგომ უფრო ბედნიერად იგრძნოთ თავი. |
საჭმელი და წყალისაკვები და წყალი აუცილებელი ენერგიის წყაროებია. ეცადეთ წაიღოთ მაღალ კალორიული პროდუქტები, რადგან ბუნებაში სიარული ბევრ საჭირო თუ არასაჭირო კალორიებს გვაცლის ორგანიზმიდან, მათი მარაგის შევსება კი ძნ მნიშვნელოვანია.
დამატებითი ნივთები:
|
პირველადი საჭიროების ნივთებიპირველადი დახმარების საშუალებები და მედიკამენტები , თქვენი და სხვისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებაა. ამიტომ არასოდეს დაგეზაროთ მათი წაღება, რადგან სჯობს გქონდეთ და არ გჭირდებოდეთ, ვიდრე დაგჭირდეთ და არ გქონდეთ.
|
|
ნავიგაციაუსაფრთხოებისთვის აუცილებელია იქონიოთ სანავიგაციო აღჭურვილობა შესაბამის ცოდნასთან ერთად. თუკი ორიენტირება და ნავიგაცია თქვენი მოწოდება არაა, უბრალოდ დაიქირავეთ პროფესიონალი გამყოლები.
დამატებითი მოწყობილობები:
|
დამატებითი საჭიროებებიამ დამატებითი საშუალებების გათვალისწინებით შესაძლებელია ძნ ბევრი პრობლემის თავიდან არიდება. ისეთის, როგორიცაა: დამწვრობა, სიბნელე, დასველება ან საერთოდაც უფოტოდ დარჩენა.
საჭირეოების შესაბამისად:
|
ჯანმრთლობა და ჰიგიენარა თქმა უნდა ჰიგიენური წესები და საშუალებებიც არ გვავიწყდება. აუცილებელია გავითვალისწინოთ გარემო პირობები და შესაბამისი მზაობით შევხვდეთ ყველაფერს.
|
პერსონალური ნივთებილაშქრობისას ხშირად გვიწევს სასაზღვრო ზონებთან ახლოს გადაადგილება და საჭიროა პირადი მონაცემების წარდგენა შესაბამის პუნქტებზე. ასევე აუცილებელია ამ ჩამონათვალის ქონა, რადგან რაიმე არასასიამოვნო შემთხვევისას მოხდეს (ტრავმა, გათიშვა) დაზარალებულის ვინაობის სწრაფად დადგენა.
|
იმისთვის, რომ არ დაგავიწყდეთ რაიმე კონკრეტული ნივთი, შეგიძლიათ ამობეჭდოთ ჩვენ მიერ შედგენილი პრინტ ვერსია და თოლიები მონიშნოთ ხოლმე-ხოლმე 😎