თქვენი არ ვიცი და მე ძალიან ხშირად მხვდება ხოლმე თხოვნა სოციალურ ქსელში – „რამე კარგი ფილმი მირჩიეთ რა ლაშქრობასა და მოგზაურობაზე“. ამიტომ, გადავწყვიტე, ერთ სივრცეში მომექცია ასე თუ ისე რეიტინგული ფილმები მოგზაურობის შესახებ. შესაძლოა, რომელიმე ფილმი არ მოგწონდეთ ან არ მოგეწონოთ, მაგრამ ხომ იცით, გემოვნებაზე არ კამათობენ 😀
მაშ ასე, წარმოგიდგენთ მხატვრულ ფილმებს ლაშქრობაზე, მოგზაურობაზე, თავგადასავლებზე, ექსტრემალური ცხოვრების წესსა და მისგან მიღებულ ემოციებზე. ამ სიიდან რამდენიმე ფილმი პირდაპირ არ უკავშირდება ლაშქრობას და მოგზაურობას, თუმცა მათში ნახავთ საინტერესო თავგადასავლებს ველურ ბუნებაში. ნახავთ, როგორ ცდილობენ ადამიანები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მოიპოვონ საკვები, ჰქონდეთ თავშესაფარი და უბრალოდ გადარჩნენ ცოცხლები. ასევე, ბევრი ფილმი გადაღებულია რეალურ ამბავზე, რაც ბევრად უფრო საინტერესოა ექსტრემალური ცხოვრებისა თუ უბრალოდ, ბუნების მოყვარული ადამიანისთვის.
გადახედეთ სიას და თუ მასში ვერ აღმოაჩენთ თქვენს საყვარელ ფილმ(ებ)ს ამ თემატიკაზე, დაწერეთ კომენტარში და დიდი სიამოვნებით მივუჩენ გამორჩეულ ადგილს.
2. Touching the void – სიცარიელესთან შეხება
3. The Mountain between us – მთა ჩვენ შორის
4. North face – ჩრდილოეთის მხარე
6. Vertical Limit -ვერტიკალური ზღვარი
7. Seven years in Tibet -შვიდი წელი ტიბეტში
8. The call of the wild – ბუნების ძახილი
9. Alpha -ალფა
10. Wild -ველური
11. A lonely place to die – უკაცრელი ადგილი სიკვდილისათვის
12.Into the wild – ველურ გარემოში
13. Beyond the edge – ზღვარს მიღმა
14. Meru- მერუ
15. Scream Of Stone – ქვის ყვირილი
16. The Revenant – გადარჩენილი
17. Edie – ედი
19. Gerry – ჯერი
20. A Walk in the woods – გასეირნება ტყეში
22. The Way – გზა
27. THE WAY BACK – გზა შინისაკენ
29. Track – გზები
30. NANGA PARBAT – ნანგა პარბათი