ფეხით გასავლელი კმ – 20;
მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 960 მეტრი;
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2907 მეტრი;
ტურის ფარგლებში ჩვენ გავემართებით თბილისიდან სამეგრელოსკენ. გავივლით კოხტა ეზოებით შემკულ მეგრულ სოფლებს და გავჩერდებით სოფელ მუხურში. აქ დავტვირთავთ ბარგს სატვირთოს ძარაზე, შემდეგ ჩვენც შევსხდებით და ავუყვებით ტყის გზებს. 6 დღის განმავლობაში ვეწვევით ეგრისის ქედის 5 ტბას. პირველად ვნახავთ პატარა ტობავარჩხილს, რომელიც მეგრულად ვერცხლის ტბას ნიშნავს. შემდეგ ვეწვევით დიდ ტობავარჩხილს. ბოლოს კი – კალიაშის, დიდღალის და წაქარწყალის ტობებს. ტობა მეგრულად ტბას ქვია. ყველა ღამეს გავათევთ კარვებში, ღია ცის ქვეშ, ველურ ბუნებაში, სადაც არასდროს მოხვედრილა ცივილიზაცია.
ღირსშესანიშნაობანი:
დილით ადრე 06:00 გავდივართ თბილისიდან დასავლეთით, სამეგრელოს მიმართულებით. სოფელ მუხურში ვიცვლით ტრანსპორტს. ვბარგდებით სატვირთოში და ავუყვებით მთის გზას. სამანქანო გზის დასრულების შემდეგ მოვემზადებით გზის ფეხით გასაგრძელებლად. იქნება ინსტრუქტაჟი გასავლელ მარშრუტსა და უსაფრთხოების ნორმებზე. 3.5 კმ-ის გავლის შემდეგ დავბანაკდებით ზღვის დონიდან 2050 მ-ზე.
დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში და გავემართებით პატარა ტობავარჩხილისკენ. ავივლით მკვეთრ აღმართს 600 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. ვისადილებთ. შემდეგ გადავალთ 2765 მ. უღელტეხილზე და დავეშვებით 200 მეტრიან მკვეთრ დაღმართზე. სულ მეორე დღეს სავალი მანძილი – 4.5 კმ. დავბანაკდებით პატარა, იგივე ცაშკიბულის ტობავარჩხილთან, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.
დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში და გავემართებით დიდი ტობავარჩხილისაკენ. 3კმ რთული ბილიკი. 400 მეტრიანი აღმართის ავლის შემდეგ გადავივლით ტურის ყველაზე მაღალ წერტილს, ცაშკიბულის უღელტეხილს(2907მ). მეგრულად “ცაშკიბული” ნიშნავს “ცის კიბეს”. გზაში მსუბუქუად წავიხემსებთ და დავეშვებით 300 მეტრიან მკვეთრ დაღმართზე. დავბანაკდებით ზღვის დონიდან 2660 მეტრზე დიდ, იგივე ჭითაგვალაშ ტობავარჩხილზე, რაც წითელი მთის ვერცხლის ტბას ნიშნავს ადგილობრივთა ენაზე.
დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში და ვბრუნდებით პატარა ტობავარჩხილისკენ. 300 მეტრიანი აღმართის შემდეგ გადმოვივლით ცაშიბულის უღელტეხილს(2907მ) და 400 მეტრიანი დაღმართით ჩავალთ პატარა ტობავარჩხილზე, სადაც დავბანაკდებით ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.
დილით 07:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში. შემდეგ გადმოვივლით 2765მ სიმაღლის უღელტეხილს. 6 კილომეტრის, 200 მ აღმართისა და 600მ დაღმართის გავლის შემდეგ სატვირთო მანქანით დავბრუნდებით სოფელ მუხურში, იქიდან კი გამოვემგზავრებით თბილისში.
დამატებითი მომსახურება:
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.