ფეხით გასავლელი მანძილი – 32 კმ
საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან: 870მ.
მაქსიმალური სიმაღლე: 2182მ.
ტურის ფარგლებში ჩვენ გავემართებით თბილისიდან ბორჯომ-ხარაგაულის ადმინისტრაციაში, გავივლით რეგისტრაციას და შემდეგ გავემართებით სოფელ ლიკანში, საიდანაც დავიწყებთ მარშირებას ფეხით. გზად გავივლით მარადმწვანე ტყეებს და ულამაზეს გარემოს. ღამისთევა იქნება სპეციალურად შერჩეულ საკარვე ადგილას. მეორე დღეს, მხოლოდ მსუბუქი ჩანთებით, დილით ადრიანად გავემართებით მწვერვალ ლომის მთაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები კავკასიონზე. ძირითდი სანახაობების ნახვის შემდგომ დავბრუნდებით ჩვენს ბანაკში, ავისხამთ სრულ ეკიპირებას და დავეშვებით საბოლოო წერტილამდე. თბილისში ჩამოსვლა გათვალისიწნებულაი 19:30-ზე.
15 კმ. ტყის ბილიკი, ორი მკვეთრი აღმართი დაახლოებით 400 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. საერთო ჯამში პირველ დღეს ასაწევი სიმაღლე – 900მ.
17კმ. ალპური ზონა და ტყის ბილიკი უკან. მკვეთრი აღმართი ლომის მთაზე დაახლოებით 400 მეტრიანი სიმაღლის აწევით და იგივე დაღმართი უკან -400 მეტრი. I დღეს გავლილი გზა უკან, 900 მეტრის დაწევა.
ღირსშესანიშნაობანი:
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.