სუფთა მთის მდინარე, ვიწრო კანიონი, ჩანჩქერებზე დაშვება, ბუნებრივ აუზებში ხტომა და რაც მთავარია – ემოციების ზღვა განუმეორებელ ერთ დღიან თავგადასავლად აქცევს ამ ტურს.
თბილისიდან 1.5 საათის მგზავრობის შემდეგ, თეთრიწყაროს ერთ-ერთი სოფლიდან დავიყწებთ დაშვებას კანიონში. წინასწარი ინსტრუქტაჟისა და აღჭურვილობის შემდეგ შევეჭიდებით კანიონს. დავეშვებით ჩანჩქერებზე, გადავხტებით აუზებში და გავცურავთ მწვანე კანიონებში. კანიონის დასასრულიდან ტყის ბილიკით დავბრუნდებით ტრანსპორტთან და გამოვემგზავრებით თბილისში. მგზავრობას დაჭირდება დაახლოებით 1.5 საათი.
დილით ადრე 08:00 გავდივართ თბილისიდან დასავლეთით. სოფ. ქვემო ახალშენში გავჩერდებით, მოვირგებთ აღჭურვილობას და გზას ვაგრძელებთ ტყის ბილიკით. დაახლოებით 2 კმ-ის გავლის შემდეგ მივალთ კანიონთან. კანიონინგის ინსტრუქტორები ჩაატარებენ ინსტრუქტაჟს და ტურის ყველა მონაწილეს აუხსნიან აღჭურვილობის მუშაობის პრინციპს. ინსტრუქტაჟის შემდეგ შევალთ კანიონში. შუადღისას შევისვენებთ და წავიხემსებთ. დასვენების შემდეგ გავაგრძელებთ ჩანჩქერებზე დაშვებასა და წყალში სიარულს. დღის მეორე ნახევარში ციცაბო ბილიკით ამოვალთ კანიონიდან. 2 კმ ტყის ბილიკის გავლის შემდეგ ვიქნებით სოფ. ქვემო ახალშენში, გამოვიცვლით ტანსაცმელს და გამოვემგზავრებით თბილისში. მგზავრობას დაჭირდება დაახლოებით 1.5 საათი. გასავლელი მანძილი ფეხით – 4 კმ. კანიონში – 3 კმ. მწვანე კანიონი
აღჭურვილობის ტარება მოგიწევთ საკუთარი ზურგით, ამიტომაც წამოიღეთ მხოლოდ ის ნივთები, რაც აუცილებელია. ჩაიცვით კანიონინგის ფეხსაცმელი ან სპორტული ფეხსაცმელი რეზინის/კაუჩუკის ძირით. თავი შეიკავეთ ელექტრო ნივთების წამოღებისაგან თუ ისინი არ არის წყალგაუმტარ ფენაში მოთავსებული. იმ ნივთებისათვის, რომელსაც წამოიღებთ, იქონიეთ წყალგაუმტარი ტომარა. ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთების სია დაგეხმარებათ გახდეს თქვენი ლაშქრობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო.
მოქმედი პასპორტი.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.