ქალაქ ბათუმიდან გამგზავრება მარტვილის კანიონზე, შემდეგ მივემართებით ოკაცეს კანიონის, პრომეთესა და ნავენახევის მღვიმეების სანახავად. ფეხით გასავლელი მანძილი 6კმ.
სანახაობა:
პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, მარტვილის კანიონი
ტურის საერთო სირთულე:
★☆☆☆☆ – ( მარტივი)
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
სასურველი:
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 1 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 1.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• იმისთვის რომ ტური შედგეს საჭიროა მინიმუმ 10 მსურველი.
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.