ფეხით გასავლელი მანძილი ჯამურად – 17კმ.
გასვლის საწყისი წერტილი – 1760მ.
საბანაკე წერტილი – 1100მ.
გასვლის ყველაზე მაღალი წერტილი – 2000მ (კლდეკარის უღელტეხილი).
გასვლის სასრული წერტილი – 870მ.
ტურის ფარგლებში ჩვენ გავემართებით თბილისიდან სოფელ ჩოლმანისკენ, საიდანაც დავიწყებთ მარშირებას ფეხით. გადავივლით კლდეკარის უღელტეხილს და ვნახავთ ბაღვაშების საგვარეულოს დროინდელ კლდეკარის ციხე-სიმაგრის ნარჩენებს. შემდეგ კი ჩავეშვებით მდინარე საბოლიას ხეობაში. ღამისთევა იქნება სპეციალურად შერჩეულ საკარვე ადგილას. გზად გავივლით საბოლიას ჩანჩქერებს , გავემართებით სოფელი რკონისკენ. მოვინახულებთ რკონის მონასტერსა და ციხე-სიმაგრეს.
10 კმ. ტყის ბილიკი. საშუალო სირთულის რელიეფი. სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობის გარეშე, მდინარის გადალახვა,
ღამისთევა ზღვის დონიდან 1100 მეტრზე.
7 კმ. ტყის ბილიკი. საშუალო სირთულის რელიეფი. მდინარის გადალახვა, სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობის გარეშე.
ღირსშესანიშნაობანი:
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.