გასვლის საწყისი წერტილი – 1200მ.
საბანაკე წერტილი – 2550მ.
გასვლის ყველაზე მაღალი წერტილი – 2656 მ (ფხიტურის უღელტეხილი).
გასვლის სასრული წერტილი – 1250მ.
ტურის ფარგლებში ჩვენ გავემართებით ჩირდილისკენ, საიდანაც დავიწყებთ მარშირებას ფეხით. პირველ დღეს ავდივართ საბანაკემდე, უღელტეხილთან. მეორე დრისით ვნახულობთ ფხიტურის ტბას და ვეშვებით გუდამაყრის ხეობისკენ, სადაც გავივლით მთის ძველ სოფლებს.
დღე 1:
10 კმ. გრუნტის საფარიანი საავტომობილო გზა, ალპური ბილიკი. რთული რელიეფი. მკვეთრი აღმართი 700 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით.
ღამისთევა ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.
დღე 2:
13 კმ. ალპური ბილიკი, გრუნტის საფარიანი საავტომობილო გზა. საშუალო რთული რელიეფი. მკვეთრი დაღმართი 600 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. მდინარეების გადალახვა.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა:
• სალაშქრო ფეხსაცმელი;
• ზურგჩანთა ორდღიანი ლაშქრობისათვის;
• კარავი, საძილე ტომარა, საგებელი;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
სასურველი აღჭურვილობა:
• სალაშქრო ჯოხები;
• საწვიმარი;
• თბილი მოსაცმელი; ქუდი, ხელთათმანი;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
• სალაშქრო გაზქურა;
ღირსშესანიშნაობანი:
• ჩირდილის ხეობა;
• ფხიტურის ტბა;
• ხედები გაზაფხულის ხევსურეთსა და გუდამაყარზე ფხიტურის უღელტეხილიდან (2656მ);
• ბაკურხევის ხეობა;
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.