ტყით დაფარული, მარტივი და სასიამოვნო ბილიკი ლაგოდეხის ეროვნულ პარკში. ცივილიზაციისაგან მოშორებით, ტყეში ჩაფლული მაჭის ციხის ნანგრევების მონახულება განტვირთვის დიდებული საშუალებაა ნებისმიერი მსურველისათვის. მდინარის ჭალაში გამავალი ბილიკი მიუყვება სუროთი დაფარულ ხეებს და სრულდება შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევებთან.
დილით ადრე 09:00 გავდივართ თბილისიდან აღმოსავლეთით, კახეთისკენ. მგზავრობას დაჭირდება დაახლოებით 2.5-3 საათი. სოფ. მაწიმში დავტოვებთ ტრანსპორტს, წავიხემსებთ, მოვისმენთ ინსტრუქტაჟს და შევალთ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ბილიკი მიუყვება მცენარეულობით დაფარულ მდინარის ნაპირებს. გვიწევს რამდენიმე პატარა ნაკადულის გადალახვა. გზად შეგვხვდება სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო, სადაც გავივლით რეგისტრაციას. რეგისტრაციისათვის დაგვჭირდება მოქმედი პასპორტი. რეგისტრაციის შემდეგ გავაგრძელებთ გზას და მივალთ შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევებთან, რომელიც დღეს ხვიარა მცენარეებით არის დაფარული. ტურის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ტყის სასიამოვნო ბილიკი. მაჭის ციხესთან დავისვენებთ, ვისადილებთ და დავბრუნდებით უკან, სოფელ მაწიმში, საიდანაც ტრანსპორტით გამოვემგზავრებით თბილისში. სულ გასავლელი მანძილი – 9 კმ. 1-ლი დღე: მაჭის ციხე
აღჭურვილობის ტარება მოგიწევთ საკუთარი ზურგით, ამიტომაც წამოიღეთ მხოლოდ ის ნივთები, რაც აუცილებელია. ჩაიცვით მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი კოჭის მაფიქსირებელი შესაკრავით. ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთების სია დაგეხმარებათ გახდეს თქვენი ლაშქრობა უფრო კომფორტული და სასიამოვნო.
მოქმედი პასპორტი.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.