გამგზავრება ბათუმიდან კურორტ გომისმთაზე კომფორტული მიკროავტობუსით და ღამისთევა კარვებში.
დილის პეიზაჟით ტკბობა და გამომგზავრება შეკვეთილის სანაპიროზე, შემდეგ კი დაბრუნება ბათუმში.
ტურის საერთო სირთულე:
★☆☆☆☆ – ( მარტივი)
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
მარტივი რელიეფი, მოკლე მანძილი, მსუბუქი ბარგი.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• სალაშქრო ფეხსაცმელი;
• ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი
• საძილე,საგებელი,კარავი
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
სასურველი:
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;
• საწვიმარი;
• მზისგან დამცავი საშუალებები.
კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ;
წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი;
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• იმისთვის რომ ტური შედგეს საჭიროა მინიმუმ 10 მსურველი.
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• წვიმის შემთხვევაში ბილიკზე იქნება ტალახი;
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ღირსშესანიშნაობანი:
• მტირალას ეროვნული პარკი;
• მთიანი აჭარის ტყეები;
• ცივწყაროს ბილიკის ლამასობა პატარა პატარა ჩანჩქერები და ხელუხლებელი ტყის ბილიკები;
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.