მოგზაურობა და ფოტოგრაფია ხომ ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ ბევრს დავდივართ და ბევრ ლამაზ ფოტოსაც ვიღებთ, მაგრამ ძირითადი მათგანი სახლში საკუთარ მყარ დისკზე გვიძევს და არანაირ ხეირს არ გვაძლევს, გარდა იმ ემოციების გახსენებისა რაც კონკრეტულ მოგზაურობასთან გვაკავშირებდა. თუ გიფიქრიათ ამ კადრებით “კაპიკს კაპიკი დაამატოთ”? 💵
არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ თუ უბრალოდ მოყვარული/დამწყები, შენ მაინც შეძლებ შენი შემოქმედებით დააინტერესო ადამიანები. არსებობს რამდენიმე კარგი ვებგვერდი, სადაც შეიძლება თქვენი სურათები გაყიდოთ და ჩარიცხული თანხები კი საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოთ (შეცვალოთ ლინზა, იყიდოთ ახალი აპარატი ან ფილტრი, იყიდო ახალი საძილე და ა.შ 💳). ამ ჯერზე ერთს განვიხილავ, რომელზეც რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია და დიდ პროფესიულ განათლებას არ საჭიროებს.
ესაა, ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული ვებგვერდი შათერი (მეგობრულად ასე ვეძახი). ძალიან პოპულარული სტოკ გიგანტი, რომელსაც ხშირად იყენებენ კომპანიები სასურველი ფოტოების, ვიდეოებისა და მოკაპების შესაძენად.
რეგისტრაცია ძალიან მარტივია, დააჭირეთ ბმულს და უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას, ატვირთეთ ფოტოები ან ვიდეოები, დაელოდოთ დადასტურებას და პირველ კლიენტებს 😎 როგორც კი პირველ ფოტოებს გაყიდით აუცილებლად მოფრინდება მოტივაცია და მეტის გაყიდვის სურვილი. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება არ დაიზაროთ, “აყარეთ” რაც შეიძლება მეტი ფოტო. იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ფოტოების გაყიდვა 80-100 ფოტო მაინც უნდა გქონდეთ დადასტურებული. ასევე ატვირთეთ ყველაფერი რაც გაქვთ (მაღალი ხარისხის), რადგან რა შეიძლება გაიყიდოს კაცმა არ იცის. აქაურობის მთავარი ხიბლი ისაა რომ შესაძლებელია ერთი და იგივე ფოტო გაყიდოთ 10ჯერ, 100ჯერ ან სულაც 1000 ჯერ. თითოეული ფოტოს ფასი კი მისი გაყიდვის კატეგორიით განისაზღვრება. მინიმალური ფასი 0.25$ ია, ხოლო მაქსიმალური მე რაც ამ ეტაპისთვის გამიყიდია 8.88$.
იმის ილუზიაც ნუ გექნებათ, რომ რასაც ატვირთავთ ყველაფერი გაივლის ვერიფიკაციას, შესაძლოა ატვირთული 20 ფოტოდან 10 გაატაროს შათერმა, 10 კი უარყოს, რიგი მიზეზების გამო (ფოკუსის, ხმაურისა, მოდელისა და ა.შ). თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამ უარ ნათქვამ 10 ფოტოს ვეღარ ატვირთავთ ხელახლა. თუკი დაწუნების მიზეზებს შეასწორებთ თქვენ კიდევ გექნებათ შანსი შათერის მოთხოვნები დააკმაყოფილოთ.
ახლა კი ინსტრუქცია, დააჭირეთ ამ ბმულს და მიჰყევით ფეხდაფეხ სურათებს:
ფოტოების ატვირთვის შემდგომ, აუცილებლად უნდა დაასათაუროთ ყველა ფოტო, მიანიჭოთ სასურველი კატეგორია და ჩაწეროთ ე.წ ქივორდები (keywords), რადგან უფრო ხელმისაწვდომი და თვალმისაწვდომი გახდეს თქვენი ფოტოები კლიენტისთვის. ფოტოების ატვირთვის შემდეგ კი უნდა დაელოდოთ მათ განხილვას, რასაც დაახლოებით 3 დღე სჭირდება (თუმცა ამ ბოლო დროს უფრო სწრაფადაც ხდება). დადასტურებული სურათები აიტვირთება სტოკ ბაზაში და უკვე მზადაა გასაყიდად, უარყოფილებს კი შეგიძლიათ წუნი გამოუსწოროთ და ხელახლა ატვირთოთ. (უარყოფის მიზეზს რათქმაუნდა გვიწერს შათერი)
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ არ უარყოს ფოტოები?
- პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ხმაური (Noise), თუკი ფოტო ხმაურიანია შათერი მას აუცილებლად უარყოფს.
- მეორე მიზეზი, რის გამოც შეიძლება უარყოს, არის მოდელი. თუკი ადამიანზე გაქვთ გადაღებული მაშინ შათერი აუცილებლად მოითხოვს მოდელის ლიცენზიას ანუ თანხმობას მოდელისგან, ამისი შესაბამისი დოკუმენტი არსებობს, რომლის შევსების შემდეგ შათერი ფოტოს გაატარებს, თუკი არ გინდათ ამ დოკუმენტების “ჩალიჩი”, უბრალოდ #ზურგმუხტი ფოტოები გადაიღეთ ხოლმე, მაგალითად ასეთი
- მიზეზი ნომერი 3: ბრენდი, ლოგო ან რაიმე ნიშანი რომელსაც შენს ფოტოში შეამჩნევს შათერის თვალები უმალვე უარშია.
- ფოკუსი: ფოკუსის გამო მრავალჯერ დაგბლოკავს დამიჯერე თუმცა არ დანებდე 😀 შათერი თავად წყვეტს რომელია ფოტოზე მთავარი ობიექტი და ამიტომ თუკი მისი ფოკუსირება არ მოეწონება შენი ფოტო უარყოფილი იქნება. აქ გირჩევ რომ ფოკუს უარყოფილი სურათი ხელმეორედ არ ატვირთო რადგან 99% ისევ უარყოფს.
ეს კი ჩემი პირადი პორტფოლიოა შათერზე, სადაც კლიენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს ფოტოები ან ვიდეოები. https://shutr.bz/2PuBaIu
თუკი რაიმეს მაინც ვერ აკეთებთ, “არ შვრება” ან არ გამოდის, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი და აუცილებლად გიპასუხებთ.