დედამიწაზე კლიმატი მუდმივად იცვლებოდა. თუმცა, დღეს ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურ, გლობალურ პრობლემად გადაიქცა. საშუალო ტემპერატურის მატება, მყინვარების რაოდენობის შემცირება, სტიქიური უბედურებების ზრდა… ეს ყველაფერი თანამედროვე რეალობაა. თუმცა, გლობალური დათბობის შედეგებსა და მიზეზებზე ამ სტატიაში არ დავწვრილმანდებით, რადგან ეს საკითხი ჩვენი კომპეტენციის საზღვრებს სცდება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბროთ, ფოტომასალა გამოვიყენოთ თვალსაჩინოებისთვის და “ზებრულ” ჭრილში განვიხილოთ ამ პროცესების შედეგები.
თუ ძველი ფოტოების თვალიერება გიყვართ და თან ლაშქრობა, საქართველოს სხვადასხვა მხარეში მოგზაურობა თქვენი ჰობია, აუცილებლად შეამჩნევდით გარემოს ცვლილებას.
საქართველოს შემთხვევაში, გარდა კლიმატისა, ხშირად უყურადღებობაც გამხდარა ამა თუ იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა თუ სალაშქრო ბილიკების სახეცვლის მიზეზი. ზოგჯერ ცვლილებას ათწლეულები სჭირდება, ზოგჯერ კი რამდენიმე წელიც ჰყოფნის. ძირითადად მდგომარეობა უარესობისკენ იცვლება: დამდნარი მყინვარები, დამშრალი მდინარეები, დანგრეული ციხეები და ტაძრები. იშვიათა კი სასიკეთო ცვლილებებიც გვხვდება: მყინვარის დნობისას გაჩენილი ულამაზესი ტბები, აღდგენილი მუცო და სანაგირე. ძველი და ამჟამინდელი მდგომარეობის შედარება ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ჩვენთვის საყვარელ კულტურულ ძეგლსა და მშვენიერ ხედებს ეხება.
ქვემოთ შეგიძლიათ დაათვალიეროთ საქართველოს გამორჩეული ადგილების ფოტოები, გადაღებული მე–20 და 21–ე საუკუნეებში. წინა საუკუნეების შავ-თეთრი ფოტოები ამოღებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან.
მაშ ასე, დავიწყოთ:
-
ისტორიული ციხე-ქალაქი თმოგვი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ჯავახეთი.
თმოგვის ციხე, 2017 წელი
-
ოქროს ციხე, ადიგენის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთი.
-
კლდეში ნაკვეთი ქალაქი – უფლისციხე, შიდა ქართლი.
-
კუროტი შოვი.
ის ეკუთვნის ონის მუნიციპალიტეტს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს.
თურმე 1978 წელს ეს ულამაზესი შენობა აქტიური ყოფილა.
-
სოფელი შატილი – ციხესიმაგრე ხევსურეთში, მცხეთა-მთიანეთის მხარე.
-
დაბა სტეფანწმინდა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ცენტრი, ისტორიული ხევი.
- ისევ მცხეთა-მთიანეთის მხარე, ციხე-სოფელი მუცო.
- გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაზისუბანი. კახეთის მხარე
-
ბახმარო
მოგეხსენებათ, რომ ფუმფულა ბახმაროს ზამთარში, თებერვლის დასაწყისში, ყოველწლიურად ვსტუმრობთ. კურორტი ბახმარო მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონისან 1950 – 2050 მეტრზე. როგორც ფოტოზე ხედავთ, სიფუმფულე კურორტს წლების მატებასთან ერთად აკლდება:
***ძველი ფოტოების ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა, დიდი განსხვავება ვერ შეამჩნიეთ. თუმცა, სიძველეებში ქექვა და თანამედროვეობასთან შედარება უკვე სასიამოვნო შეგრძნებაა. წინა საუკუნეების ფოტოების თვალიერება და მათ შორის ალპინიზმისა და ლაშქრობის ფოტოების ნახვა უკვე გაოცებასაც კი იწვევს.
სტატიის ავტორი: მზიკო შავთვალაძე