ნებისმიერ ჩვენს სტატიაში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ სალაშქრო აღჭურვილობასთან დაკავშირებით. თუ რომელი არის საუკეთესო, რომელს რა დადებითი თვისება აქვს, რომელი სად და როგორ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ ჯერ არ გვქონია გამოუსადეგარი და არაფრისმაქნისი აღჭურვილობის სტატია. დაე იყოს ეს პირველი, რადგან დამწყებებს ბევრ კითხვაზე გავცეთ პასუხი, ამ კითხვების დასმის გარეშე.
უამრავი კითხვა არსებობს ჩვენს პრაქტიკაში: “ჯიგრებო/ცუნცულებო ეს ვარგა?” , “ეს ვიყიდო?” , “იაფია და ცოტა ხანი ხო მეყოფა?”
დავიწყებ იმით რომ , სალაშქრო აღჭურვილობა მოლაშქრისთვის ყველაზე ყურადღებით და სიფრთხილით არის შესარჩევი. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენს მშვიდობიანად დაბრუნებას სახლში და კიდევ გვაძლევენ შანსს გადავეხვიოთ გულში მოფრიალე ჭურუმე ხალხს.
როდესაც დამწყები ხარ და ინფორმაცია არ გაქვს, მრავალ სისულელეს სჩადიხარ ადამიანი, რომელიც სამომავლოდ შენს ორგანიზმს დაეტყობა და არ აგცდება არაფრით მისი შეჯამრთელება ისევ, რაც თუ დამიჯერებთ გეტყვით რომ არასასიამოვნო პროცესია და საკმაოდ ძვირადღირებულიც.
როგორც ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე, მოგზაურობა არის ფუფუნება და რადგან ყველას აქვს ამ ფუფუნებისკენ ლტოლვა შეცდომაც მეტია, ვინაიდან ყველას სურს იაფად “გამოძრომა”. აბა ჰა ვეცადოთ შეცდომების შემცირებას.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მსურს გაჩვენოთ ის აღჭურვილობა, რომელიც არაფრის დიდებით უნდა იყოდოთ. მეტიც რომ გაჩუქონ , “აჰაა ძმაო შენ მთისშვილი (ბუნებისშვილი) ხარ და მაგარ რაღაცას მოგცემ”, გაუღიმე და გაუმზადე ნაჩუქარს ფარეხში ადგილი ან შეღებე და გადააგდე 😀 B-) მაგრამ აუცილებლად გამოართვი, რადგან შეიძლება მერე სხვა ბუნებისშვილს აჩუქოს და იმას კიდევ ეს სტატია არ ჰქონდეს წაკითხული 😀
სტატია ძირითადად შეეხება ფეხსაცმელსა და ოქროს ოთხიანს. ასე პირდაპირ მოგიწოდებთ, რომ :
1. ნუ იყიდით და ნუ დაზოგავთ ფულს გაუმართავ და უჯიშო წარმოების ფეხსაცმელებში. ადიბასებში, კოლუმბუს-შმოლუმბუსებში და ფორფეისებში. სად და როდის გიღალატებთ, კაცმა არ იცის. ბევრი უპატრონოდ დარჩენილი და მიტოვებული ფეხსაცმელი შემხვედრია ლაშქრობების ჟამს, ვერ აიტენეს ბატონებმა ღალატი.
2. ნუ იყიდით უვარგისს ჩანთებს, გაგონილი ბრენდის სახელით ნუ მოტყუვდებით. სახელს სჯობს ხარისხი ამოწმოთ, თუკი არ იცით იკითხეთ. უამრავი გამოცდილი მოლაშქრე და კლუბია, რომლებიც არ დაგზარდებიან სწორ გზაზე დაყენებას. კარგი ჩანთებთვის ცალკე სტატია გვაქვს და გადახედეთ აუცილებლად
3. ნუ იყიდით ერთ ტენტიან კარვებს, რომლებიც კონკრეტულ ჰიპერმარკეტებში ფასდაკლებით არის და სულ რაღაც 39 ლარი ღირს, მერე რა რომ 4 კაცი ეტევა. ლაშქრობაში არაა გამოსადეგი, წვიმას, ქარს, წყალს, თოვლს, ყველაფერს ატარებს. მეტსაც გეტყვით მათ გარეშე უკეთესი იქნება ძილი ბუნებაში ვიდრე მათი დახმარებით. ბოლო კარავი გაურკვეველი წარმოება არაა, COLEMAN ბრენდია, თუმცა მის ფასად ბევრად უკეთესს შეარჩევთ. ეს აქ მოხვდა რადგან ხშირად გვიწევს გამეორება ამ სიტყვების.
4. გაურკვეველი წარმომავლობის საძილე ტომარას და არა “სპალნი მეშოკს”, გაურკვეველი გრადუსული მაჩვენებლით, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება გიმსხვერპლოთ მაღალი სიცივის დროს. აი ეს ვაჟბატონი, ზაფხულშიც კი, როდესაც ღამით პლიუს 10 გრადუსია, მაშინაც მოუხერხებელია მასში ძილი. ჩვეულებრივად ცივა
5. საგებელი (პარალონი ქართული არაა 😉 ), ფოტოდ მოცემული ეს სალაშქრო არაა მაგრამ მაინც ჰყვარობს ბევრი, ეს უბრალოდ იმისთვისაა, რომ გაიწელო მაქსიმალურად, ორგანიზმს მოუწოდო დაგრძელებისკენ და ძვლები რაკარუკით ამუშავო ანუ იოგას ვგულისხმობ რა B| საგებელი უნდა იყოს იცავდეს ზურგს სინესტისა და სიცივის შემოტანისგან. ადვილად უნდა ინტეგრირდებოდეს საძილესთან, რადგან ერთმანეთის გარეშე მათი იდელური შედეგის ჩვენება გამორიცხულია.
6. ბოლო ყურადღებამისაქცევი ამბავი, თუკი დაინახეთ რაიმე სასწაული ბრენდი 55 ლარად ახალი და სასწაულ მდგომარეობაში, შემიძლია 99% ვთქვა, რომ ის ყელამდე უვარგისია. თუმცა შეიძლება რაღაც გამონათებებიც მოხდეს და ღმერთმა გადმოგხედოთ. პირველი ეჭვი ასე ჩნდება, ეჭვების გაქარწყლებისთვის კი ისევ და ისევ ორგანიზმმფარველი, გამოცდილება ნაგროვები მოლაშქრეები არიან.
ახლა ვინც იწყებს ლაშქრობას, მინდა ვუთხრა რომ თქვენ ბედნიერი ხალხი ხართ, რადგან ჩვენს დროს ინფორმაციის ასეთი გზებით აღება ძალიან ძნელი იყო და თითქმის არც არსებობდა. ახლა არსებობს უამრავი გამოცდილება, მოლაშქრეთა ბეჭებისა და დასიებული ფეხების ხარჯზე. არაა აუცილებელი ადგილზე იყიდოთ , მესმის რომ უფრო სწრაფია და ხელშეხებადი. გამოწერით ბევრი კარგი რაიმეს მოპოვება შეიძლება. გამოწერისთვის საინტერესო ვებ გვერდების სია თუ დაგაინტერესებთ, აგერ ა.
ხშირად მინახავს და მიმიღია კიდეც მონაწილეობა აზრთა სხვადასხვაობაში , რომელიმე ბრენდის უკეთესობაზე საუბრისას, თუმცა მინდა გითხრათ რომ ყველა გამოცდილი მოლაშქრე თანხმდება აქ ჩამოთვლილი აღჭურვილობის უვარგისობაზე (იმედია).
ჩვენი ამ სფეროში მონაწილე ყველას მიზანია, სფერო მაქსიმალურად განვავითაროთ და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სწორი გზით მოხდეს. მიიღეთ შენიშვნები, იკითხეთ ყიდვამდე აუცილებლად, თუ ვინმეს დაეზარება ხელი არ ჩაიქნიოთ, ჩვენ არ დაგვეზარება, მოგვმართეთ ნებისმიერი კითხვით, თუნდაც სულელურად ჟღერდეს. იკითხეთ, იკითხეთ ძალიან ხშირად, მერე თავად გადაწყვიტეთ დათანხმდეთ თუ არა პასუხებს. მაგრამ გთხოვთ ნუ იყიდით ზემოთ მოხსენიებულ პროდუქციას სალაშქრო დანიშნულებისთვის.
შემდეგამდე 😉