და აი ისიც…
სალაშქრო აღჭურვილობის შეძენისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფეხსაცმელს, უფრო მეტი ვიდრე ჩანთას და სხვა მრავალს, რადგან ფეხსაცმელს შეუძლია მომენტალურად დაგვაზიანოს და მრავალი ტკივილი მოგვაყენოს, თუმცა ეს ორადორი არაა რა თქმა უნდა რაც სალაშქრო პირობების გათვალისწინების აუცილებლობას ითხოვს.
რამდენი ხანია კარგი სტატიის გამოჭენება მინდა ფეხსაცმელებზე, თანაც კარგ ფეხსაცმელებზე, რომლებიც ლაშქრობის მიმდინარეობას უფრო კომფორტულს და ბედნიერს ჰხდის. რამდენად კარგი სტატია იქნება, თავად შეაფასეთ ბოლოს კომენტარების სახით. სტატიას კი ძირითადად ჩემი გამოცდილებისა და ექსპერტების აზრებით იქნება აკინძული. დავწერ ტოპ 8 ფეხსაცმელს , რომელიც შეიძლება აქტიურად გამოგადგეთ trekking ტიპის ლაშქრობაში, თუმცა არ დაივიწყოთ ისიც, რომ ყველას ერთი და იგივე კომფორტის განმსაზღვრელი მაჩვენებლები არ გვაქვს და მაინც ინდივიდუალურ დონეზე დადის რაიმე პროდუქტის ავ-კარგიანობა. რომ ვიცოდეთ სხვაობა Trekking და Hiking შორის, იხილეთ ეს სტატია.
Trekking-ისთვის მე ყველას აუცილებლად მაღალყელიანს ვურჩევდი, რადგან კოჭის ფიქსირება ფასდაუდებელ ღვაწლს გვიკეთებს, როცა კი შეცდომით რომელიმე ზედაპირზე ფეხი მყარად ვერ შევდგით, ასევე კარგი დამცველია ნაშალი ქვებისა და წყალ/თოვლისგანაც კი.
მრავალი კითხვა ყოფილა ჩვენამდე და დავიწყებ პირველით თუ რას კომპონენტებს უნდა ფლობდეს კარგი სალაშქრო ფეხსაცმელი და რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას შეძენისას:
• კომფორტულობა
მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი იყოს ფეხზე მორგებული, ფეხის ზომის და სიგანის მიხედვით, ამიტომ ნებისმიერი თავმყოვარე ბრენდს გააჩნია შესაბამისი სიგანის მქონე მაჩვენებელი ნორმალური, ვიწრო, განიერი. (Regular, Wide, Narrow)
• გამძლეობა
ფეხსაცმელი უღალატო მეგობარი უნდა იყოს, რადგან დიდი ხნიან ლაშქრობაზე ერთ-ერთი გადამწყვეტია მისი კარგიანობა. ასევე სეზონიდან სეზონამდე თავდაჯერებული უნდა იყოს.
• მასალა
მასალა განსაზღვრავს ფეხსაცმლის ხარისხს. როგორც წესი სატრეკინგოდ იყენებენ ტყავისა, ზამშისა და მჭიდროდ შეკრული ნაჭრის ქსოვილებს.
• წყალგაუმტარობა
წყალგაუმტარობას ფეხსაცმელზევე არსეული ქსოვილები უნდა უზრუნველყოფდეს, რომელთაც შესაბამისი წარწერა და ნიშანი უნდა ადასტურებდეს. ხარისხის ყველაზე კარგი მაგალითებია Gore-Tex®, Vent®
• ძირი
სხვა კატეგორიასთან ერთად ძირიც მნიშვნელოვანია, მისი მთავარი დანიშნულება უსაფრთხოებაა. ტრეკინგისთვის, როგორც წესი იყენებენ საშუალო სირბილის მქონე ძირებს. ძირი რბილი არ უნდა იყოს რადგან ფეხმა დიდი დატვირთვა არ აიღოს რელიეფიდან. თუმცა მისი ზეხარისხში აყვანილი სიმაგრე ისეთივე არაპრაქტიკულია, როგორც სირბილე.
• წონა
რა თქმა უნდა ყველა ხვდება რომ რაც უფრო მძიმეა ფეხსაცმელი მით უფრო მალე დაიღლება ფეხები და მერე მათი პატრონიც.
• თასმების ხარისხი და სისტემა
შეკვრის სისტემაში იგულისხმება გვერდების დამჭერები და კოჭის მაფიქსირებლები. ძალიან კარგად ახერხებენ ფეხსაცმლების ფეხთან ფიქსაციას.
• ფასი
ყველაზე პრობლემატური საკითხი, რადგან რაც კარგია მოგეხსენებათ ძვირია, თუმცა ყოფილა დიად ფასდაკლებებზე კარგი ფეხსაცმლის ჩაგდების მრავალი მცდელობა და ვარიანტიც.
• დიზაინი
ეს უკვე გემოვნების საკითხია, ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს მღვდლის ცოლიო, თუმცა ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი კომპონენტია.
თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია, ტრეკინგზე კი გადამწყვეტი რთულ პირობებში ფეხსაცმლის მდგრადობაა, რა თქმა უნდა არ უნდა გვიღალატოს, როდესაც ჩვენ მასში ამდენი შრომა და იმედი ჩავდეთ.
keen ეს მოდელი ძალიან ბევრგან შემხვედრია, წარმატებულთა სიაში ჩემი კვლევების დროს, თავადაც მქონია კინის 2 მოდელი, თუმცა 1 სეზონზე მეტი არცერთ მათგანს არ გაუძლია. გასათვალისწინებელია ისიც რომ მაშინ მოვლა-პატრონობა არ ვიცოდი ფეხსაცმლის და ნადირივით ვექცეოდი ყველაზე მეგობრებს.
KEEN Targhee III Mid WP Hiking Boots.
ფასი: 144-170$
წონა : 0,99 Kg
წყალგაუმტარობა : კი
ფასი : 144$;
დეტალურად: rei.com
ძირი: მყარი ვიბრამის
კომენტარი : კარგი ვარიანტია როგორც დამწყებისთვის, ასევე გამოცდილი მოლაშქრისა და მოსიარულესთვის. სველქვიანსა და ყინულიანზე ცურავს.
Vasque (ჩემებურად ვასკიტო) ელიას ძალიან კარგი ფეხსაცმელია. ნაკლი მისი წონაა და კიდევ ახალს განსაკუთრებული მორგება სჭირდება. ე.წ მოთელვა. არის უხეში, მაგრამ ძალიან მყარი და ერთგული. ხარისხით ერთ-ერთი მოწინავეა. მოთელვის შემდგომ კი საოცრებების ჩადენა შეუძლია.
Vasque St. Elias GTX Backpacking Boot
წონა : 1,4 Kg
წყალგაუმტარობა : კი
ფასი : 139-199$
დეტალურად: backcountry.com , amazon.com
ძირი: მყარი ვიბრამის;
კომენტარი : კარგი ვარიანტია როგორც დამწყებისთვის, ასევე გამოცდილი მოლაშქრისა და მოსიარულესთვის. სველქვიანსა და ყინულიანზე ცურავს.
Scarpa Zodiac Plus GTX – ხარისხიანი და ძლიერი ფეხსაცმელი. ფიქსირება ძალიან კარგი აქვს კოჭთან. გამორჩეული წყალგაუმტარობის მაჩვენებელი. შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ ზამთრის ცივი კლიმატის პირობებშიც.
Scarpa Zodiac Plus GTX
წონა : 1,1 Kg
წყალგაუმტარობა : კი
ფასი : 208-250$;
დეტალურად: amazon.com, backcountry.com
ძირი: მყარი ვიბრამის
კომენტარი : კარგი ვარიანტია ზამთარში მოსაიარულეთათვის, თოვლიან და ყინულიან რელიეფებზე. სველქვიანსა და ყინულიანზე ცურავს.
Salomon X Ultra Mid 3 GTX. მსუბუქი და საკმაოდ პრაქტიკული ფეხსაცმელი. პირველივე ჩაცმისას მიხვდებით მის ხარისხს. წყალგაუმტარობის მაჩვენებელი სხვა მოდელებთან შედარებით სუსტი აქვს. კომფორტი მისი მთავარი ღირსებაა.
წონა :0.89 Kg
წყალგაუმტარობა : კი
ფასი : 124-165$
დეტალურად: backcountry.com , rei.com
ძირი: მყარი Contragrip;
კომენტარი: გორტექსის ფენა სასწაული არ აქვს და წყალს სხვა მოდელებთან შედარებით უფრო ადვილად ატარებს ძალიან კარგი ვარიანტია როგორც დამწყებისთვის, ასევე გამოცდილი მოლაშქრისა და მოსიარულესთვის. სველქვიანსა და ყინულიანზე მეტ-ნაკლებად ცურავს.
salomon Quest 4D 3 GTX- მთავარი ღირსება ხარისხი და კომფორტია. ძალიან პრაქტიკული მისით გადაადგილება, პირველადი მოთელვის შემდგომ თქვენს სამსახურშია. წყალგაუმტარობის ფენა კარგი აქვს, თუმცა სხვა ბრენდებისას ჩამოუვარდება (მაგ. ლოვა)
Salomon Quest 4D 3 GTX
წონა : 1,3 Kg
წყალგაუმტარობა : კი
ფასი : 172-230$;
დეტალურად: amazon.com, backcountry.com
ძირი: მყარი ვიბრამის
კომენტარი : კარგი და კომფორტული ფეხსაცმელი, მშვენიერი ძირითა და გორტექსის ფენით. ერთ-ერთი გამორჩეული დიდ ხნიანი ლაშქორებებისთვის. სველქვიანსა და ყინულიანზე მეტ-ნაკლებად ცურავს.
Salewa Mountain Trainer Mid GTX . შედარებით მძიმე მოდელი, თუმცა მყარი ძირითა და კოჭის ძლიერი ფიქსაციით გამორჩეული. ეს გახლავთ შუამავალი მოდელი ტრეკინგსა და ალპინიზმს შორის. თავისუფლად გამოიყენებთ ზამთარშიც, მისი ხარისხიანი გორტექსის წყალობით.
Salewa Mountain Trainer Mid GTX
წონა :1.33 Kg
წყალგაუმტარობა : კი
ფასი : $239
დეტალურად: amazon.com
ძირი: მყარი vibram;
კომენტარი: გორტექსის ფენა ძალიან ხარისხიანი აქვს. იდეალურია კლდიანი რელიეფისთვის. სველქვიანსა და ყინულიანზე მეტ-ნაკლებად ცურავს.
LOWA Renegade GTX. ძალიან ხარისხიანი ფეხსაცმელი, კომფორტულობით, წყალგაუმტარობითა და მყარი ძირით. უკვე მეორეჯერ გაიმარჯვა საუკეთესო ტრეკინგ ფეხსაცმლის კატეგორიაში და ჟურნალ backpacker-ის რჩეული მოდელი გახდა.
Lowa Renegade GTX Mid
წონა : 1.10 Kg
წყალგაუმტარობა : კი
ფასი : 99-230$
დეტალურად: rei.com
ძირი: მყარი ვიბრამი;
კომენტარი: წყალგაუმტარობა საკმაოდ ხარისხიანი აქვს და წყალს სხვა მოდელებთან შედარებით უფრო ძნელად ატარებს. ძალიან კარგი ვარიანტია როგორც დამწყებისთვის, ასევე გამოცდილი მოლაშქრისა და მოსიარულესთვის. სველქვიანსა და ყინულიანზე ცურავს.
ეს გახლავთ ჩემი რჩეული მოდელი, ამიტომ სულ ბოლო ტკბილ ლუკმად შემოვინახე. Zephyr GTX Mid – მთავარი ღირსება ხარისხი და კომფორტია. ძალიან პრაქტიკული მისით გადაადგილება, პირველადი მოთელვის შემდგომ ბოლო წუთამდე თქვენს სამსახურშია. წყალგაუმტარობის ფენა კარგი აქვს, თუმცა renegade-ს ოდნავ ჩამოუვარდება. სამაგიეროდ უფრო ნაკლებად ცურავს სველქვიან რელიეფზე.
Zephyr GTX Mid
წონა : 0.94 Kg
წყალგაუმტარობა : კი
ფასი : 139-210$;
დეტალურად: rei.com
ძირი: Lowa
კომენტარი : კარგი და კომფორტული ფეხსაცმელი, მშვენიერი ძირითა და გორტექსის ფენით. ერთ-ერთი გამორჩეული დიდ ხნიანი ლაშქორებებისთვის. სველქვიანსა და ყინულიანზე მეტ-ნაკლებად ცურავს.
გახსოვდეთ რომ მოთელვა სჭირდება თითქმის ყველა მოდელს და 5-6 გემრიელი ჩაცმის შემდეგ ისინი უკვე თქვენს აქტიურ სამსახურში იქნებიან. ასევე გაითვალისწინეთ ისიც რომ ნუ წახვალთ მოუსინჯავი ფეხსაცმლით დიდ მარშრუტებზე, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ.
ეს კი ბრენდების ჩამონათვალი, რომლებიც აწარმოებენ ხარისხიანი ფეხსაცმელებს: Lowa, Salomon, Asolo, The north face, Mammut, Scarpa, Keen, Merrel, La Sportiva
აუცილებლად მოუარეთ თქვენს ფეხსაცმელებს, რადგან მათი გამძლეობა მოვლა-პატრონობაზეა დამოკიდებული, ის თუ როგორ უნდა მოუარო ფეხსაცმელს ამ კვირაშივე გეტყვით 😉 დაელოდე შემდეგ სტატიას.
კიდევ ძალიან გაგვახარებთ თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს სტატიის ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით და დაწერთ იმ თემების ჩამონათვალს, რომლებზეც ისურვებდით სამომავლო სტატიებს.