სტატიის არსი რაშია? რაშია და ყველას , ნუ თუ ყველას არა ძალიან ბევრს, ეშინია უცხოეთიდან ნივთების გამოწერა. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ არაფერია ამაში საშიში და ზედ დავამატებ, რომ პირიქით რაღაცნაირად მომხიბლველიცაა.
გამოწერისას რაც მომწონს არის:
- დანაზოგი – თანხაში არსებული სხვაობა.
- ხარისხი – უეჭველად ვყიდულობ კარგ პროდუქტს და დარწმუნებული ხარ მის ხარისხში.
რა არ მომწონს ?
- ლოდინის დრო – პროცედურის დასრულების დრო არის დაახლოებით 2 კვირა. შეიძლება სწრაფი გამოგზავნაც , თუკი გვიღირს დროის დაზოგვად გარკვეული დოლარები.
დამწყებთა საყურადრებოდ ანუ როგორ უნდა მოიქცეთ:
- დარეგისტრირდით ნებისმიერ თქვენთვის მოსაწონ ჩამომტან A კომპანიის საიტზე (ჩამოვთვლიდი ვინმე რომ გამომრჩეს ეწყინება)
- დარეგისტრირდით ნებისმიერ B ონლაინ მაღაზიის საიტზე, საიდანაც გსურთ შეძენა.
- B მაღაზიის საიტზე მისამართებში, ტელეფონებში და ა.შ, შეგვყავს A კომპანიის მიერ მოცემული მისამართები , ტელეფონები და ა.შ
- არჩევთ ნივთებს B მაღაზიის საიტიზე და ყიდულობთ.
- A კომპანიაში იხდით ჩამოტანის ღირებულებას და ნივთი მიგაქვთ სახლში, ძმაკაცთან ან დეიდაშვილის ნათლულთან.
- სკდებით ბედნიერებით ! თვალები სიმაყით გევსებათ და ხვდებით რომ თქვენ ეს შეძელით !
ახლა კი რადგან ის “პრობლემა” მოვიშორეთ მე ჩამოვთვლი ვებ გვერდებს, რომელთანაც შეხება მქონია და მექნება სანამ ისინი იარსებებენ. ჩამოთვლილი ყველა საიტი ჩემთვის ძალიან მარტივად გამოსაყენებელია, გამოირჩევიან მარტივი ძებნით, ადვილად შეძენადობით, ხშირი ფასდაკლებებით, ადგილზე დროულად მიტანით, ნივთის კარგი აღწერებით და ა.შ.
დროა დავიწყოთ და რა თქმა უნდა პირველი ცუნცულა ცუნცულებს შორის არის :
6pm. ეს საიტი არ არის ლაშქრობისთვის (მაგრამ გამოდგება). უბრალოდ გამოსადეგია ცხოვრებაში. აქ შეგიძლიათ გადააწყდეთ ძალიან კარგი ხარისხის პროდუქციას, ძირითადად ტანსაცმელ, ფეხსაცმელსა, აქსესუარებს და ა.შ. რატომ არის ცუნცულების სიაში? ფასი ყველასთან შედარებით საგრძნობია ხოლმე. თუმცა წმინდა სალაშქრო ჩანთის, ჯოხის ან რაიმე მსგავსის მოძიება აქ გაგიჭირდებათ, სამაგიეროდ მშვენიერ სალაშქრო ფეხსაცმელს “დაითრევთ”. http://6pm.com
ამაზონი. ძალიან პრაქტიკული , მოსახერხებელი და უამრავი პროდუქტით სავსე საიტი. აქ ყველაფერს მიაგნებთ , სალაშქროდან დაწყებული დაღუნული ლურსმებით დამთავრებული. ყველაზე ხშირად მე პირადად ამაზონს ვიყენებ, რადგან როგორც მომხმარებელი ძალიან დაცულად ვგრძნობ თავს. დაზიანებული ნივთების უკან დაბრუნება, შეცდომით ნაყიდი შეკვეთის უარყოფა და მრავალი სხვა. ასევე გამოირჩევა ფასდაკლებების ტემპით, თუმცა ხანგრძლივობა ძალიან სწრაფად აქვს ცვალებადი. მაგალითად: ნივთზე შეიძლება იყოს 7 საათიანი 40% ფასდაკლება, დროის ამოწურვის შემდეგ კი ისევ დაუბრუნდეს საწყის ფასს. http://amazon.com.
ასევე იბეი B| ერთ-ერთი ყველაზე ძმა საიტი საჩვენოდ. არა მხოლოდ სალაშქრო, არამედ სრულიად სამყაროს შეიძენთ აქ. შესყიდვა მარტივად, ფასები და ფასდაკლებები გემრიელი. შესაძლებელია ასევე მეორადი პროდუქციის შეძენაც. ეწყობა აუქციონები და ძალიან მცირე ფასით, შესაძლებელია ხარისხიანი და გამძლე პროდუქციის ყიდვა. იბეი ითვლება ამაზონის ყველაზე აქტიურ კონკურენტად. ამიტომ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ესენიც ძალიან აქტიურად ზრუნავენ. http://ebay.com
იდეალური საიტი სალაშქროდ და ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის. ფასდაკლებები აქვს აქტიურად, მომენტების დაჭერა აქაც არის საჭირო. ასევე, ეს საიტი ჩემი ფავორიტია პროდუქტის აღწერებით. მარტივად შეგიძლია მიიღო ინფორმაცია სასურველ პროდუქტზე , უაზროდ სქროლვისა და ძებნის გარეშე. თანაც აქვს მშვიდი და სადა დიზაინი, არაფერი ზედმეტებით გადატვირთული. ყიდვა სტანდარტულად მარტივი , ზედმეტი პროცედურების გარეშე. http://backcountry.com
მორიგი ცუნცულა სალაშქრო და ექსტრემალური გართობის მოყვარულთა საიტი. აუცილებლად სანდო. ასევე განსაკუთრებულად გამორჩეულია ფასდაკლებებით და მიწვეული მეგობრების რეგისტრაციით მიღებული ფასდაკლებებით. პროდუქტების აღწერა მშვენიერი, თუმცა ბექქანთრის მაინც არ მირჩევნია. ადგილზე მიტანა ნივთების საშუალოდ 3-5 დღე, თუმცა ნივთების შეძენისას შეიძლება ცვალებადი იყოს. http://campsaver.com
თაგადასავლების მოყვარულთა ერთ-ერთი გამორჩეული საიტი ინფორმაციულობის კუთხით და ძალიან ბევრი პროდუქტით. ბევრი კარგი ნივთითა, ასევე საკუთარი ბრენდირების ქვეშ შექმნილი ძალიან ხარისხიანი პროდუქტებით. განხილვები და აღწერები მშვენივრად აქვს ჩალაგებული. ყიდვითაც ადვილად ხდება ყველაფერი. ვინაიდან აქტიური მომხმარებელი არ ვარ საიტის, ფასდაკლებების კუთხით ინფორმაციას სრულს ვერ ვფლობ, თუმცა ხშირად გადავყრივარ ჩემს სასურველ ნივთებზე საგრძნობ ფასდაკლებებს. http://rei.com
მშვენიერი ვებ გვერდი. გამორჩეული გემრიელი ფასდაკლებებითა და ფასებით. ნამდვილად კონკურენტული საიტი სხვა სალაშქრო საიტებთან შედარებით. მთავარია იცოდე რისი ყიდვა გინდა და “მუსჯა” არ გაგიშვებთ სხვაგან. არჩევანი დიდი და ხარისხი იდეალური. ფასდაკლებებიც ნამდვილად კონკურენტული აქვს. http://moosejaw.com
და ბოლოს ჩემი აღმოჩენა და ცუნცულმზიანი “სანი” გამოირჩევა ძალიან განსხვავებული ფასებით 😉 ეს საიტი ბევრისთვის უცნობია, ამიტომ ყველასთვის კარგი ლუკმა იქნება. ჩემი ერთ-ერთი რჩეული, სანდო და საამაყო საიტი. როდესაც ნივთებს ვარჩევ ხოლმე აუცილებლად ვადარებ სანის ფასებს, თითქმის ყოველთვის სანი დაბალფასიანია, რა თქმა უნდა ხარისხი იდენტური. ერთადერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს რომ არ აქვს ზღვა პროდუქცია, თუმცა რასაც ვუყურებ აქტიურად ემატება და იზრდება ვებ გვერდი. აუცილებლად რომ უნდა გადაამოწმო ისეთია სანის საიტი. http://sunnysports.com
ახლა კი გამომწერის ყველაზე დაუწერელი რჩევები:
ფეხსაცმელების და სხვა ზომვითი საგნების შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ზომები, კარგად გადაამოწმეთ საკუთარი ფეხითი თუ წელითი გაბარიტები. დარწმუნდით რომ ზუსტად იმას იწერთ რაც თქვენს სხეულს ესიამოვნება. ყველა ნივთს აქვს ზომების ცხრილი , კარგად ჩაიხედეთ შიგნით.
ვიდრე რაიმე ნივთს, მითუმეტეს ძვირადღირებულს შეიძენდეთ, აქტიურად გადაამოწმეთ ყველა ან თქვენს რჩეულ საიტებზე. ფასებიც, განხილვებიც, დეტალური ინფორმაციებიც, მიტანის ვადებიც და გამომგზავნი. აუცილებლად დააკვირდით გამომგზავნის რეიტინგს, ასევე კომპანიაა თუ კერძო პირი (ძირითადად ebay და amazon), რადგან ყოფილა შემთხვევა 5000$ პროდუქციის გამოწერისას ჩამოსვლიათ 5 შეკვრა მარილი 😀 😀 (კიდე კაი მე არა). განხილვების წაკითხვა აუცილებელია, რადგან დარწმუნდეთ რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ, ვისაც უცხო ენების პრობლემა აქვს არსებობს მაგისთვის translate.google.com . დააკვირდით საიდან აგზავნიან პროდუქტს , ამერიკიდან თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან და რამდენად გაიწელება ჩამოტანის პროცედურა. ასევე გადაამოწმეთ ხოლმე პროდუქტი ოფიციალურ საიტზე, შეიძლება იქ ყველაზე იაფი იყოს. მაგალითად მე spy სათვალეები ოფიციალური საიტიდან ფასდაკლებისას შევიძინე და განსხვავება ამაზონთან შეფარდებით 20$ იყო.
რეგისტრაცია ძალიან მარტივია ყველგან, რომელსაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამიტომ ნუ დაიხევთ უკან იმის გამო რომ ამ ეტაპზე არცერთი ონალინ მაღაზიით არ გისარგებლიათ. რაიმეს ვერ გაიგებთ? მოგვწერეთ და დაგეხმარებით 😉 კეთილი ჯოს დღიურებიდან 😀
თუკი ჩანთების გამოწერას გეგმავთ, გადახედე ჩვენს სტატიას ჩანთებზე . ბევრ საინტერესპ ინფოს მიიღებთ 😉