ლაგოდეხი თბილისიდან 3 საათის სავალზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ლაგოდეხის ეროვნული პარკი ყველაზე ძველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში და გამორჩეულია თავისი ბიომრავალფეროვნებით. გამყინვარებამდელი პერიოდის მცენარეული საფარიდან ალპურ მდელოებამდე მოგვიწევს ვიმოგზაუროთ შავი კლდეების ტბის 3 დღიან ბილიკზე. შავი კლდეების ტბა ზღვის დონიდან 2700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სამხრეთი ნაწილი საქართველოს ფარგლებშია, ჩრდილოეთი კი- რუსეთის ფედერაციის დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში. სასაზღვრო ზონაში შესვლისას აუცილებლად უნდა გავიაროთ რეგისტრაცია ქართულ სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოზე, რისთვისაც ყველა მონაწილეს დაჭირდება პასპორტი. ორივე ღამეს გავათევთ ტურისტულ თავშესაფარში.
დილით ადრე 06:00 გავდივართ თბილისიდან აღმოსავლეთით. გავდივართ რეგისტრაციას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში. ვათვალიერებთ მუზეუმს და ვიწყებთ ტრეკინგს პირველი თავშესაფრისკენ. 12 კმ-ის გავლისა და 1400 მეტრი სიმაღლის აწევის შემდეგ ვჩერდებით ტურისტულ თავშესაფარ “მეტეოში” ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.
The road to success and the road to failure are almost exactly the same
დილით 08:00 საათზე ვსაუზმობთ და მივემართებით შავი კლდეების ტბისკენ. გასავლელი მანძილი 15 კმ. ასაწევი სიმაღლე-800მ. გზად გავჩერდებით მესაზღვრეთა საგუშაგოსთან, სადაც გავივლით რეგისტრაციას და ვისადილებთ. შემდეგ ვნახავთ შავი კლდეების ტბას და დავბანაკდებით ტურისტულ თავშესაფარ “დემიდოვის ბინაში” ზღვის დონიდან 2650 მეტრზე.
დილით 10:00 სათზე ვსაუზმობთ და ვეშვებით ეროვნული პარკის ადმინისტრაციისკენ. გასავლელი მანძილი 15 კმ. დასაწევი სიმაღლე 2100მ. ეროვნული პარკის გასასვლელთან დაგველოდება ტრანსპორტი, რითიც დავბრუნდებით თბილისში.
The road to success and the road to failure are almost exactly the same
ლაგოდეხის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და მუზეუმი;
მდ. ლაგოდეხისწყლის ჭალა;
ტურისტული თავშესაფარი “მეტეო”;
პანორამული ხედები ალაზნის ველზე “პრინცის ბინიდან”;
შავი კლდეების ტბა;
ტურისტული თავშესაფარი “დემიდოვის ბინა”;
პანორამული ბილიკი დემიდოვის ბინიდან ტყის ზონამდე;
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.