ამ სტატიაში შევეცდები გავცე იმ კითხვებს პასუხი რაც ჩვენთან აქტიურად ისმის. სტატია ეხება ჩანთებს და მათი შერჩევის პრინციპებს. წინასწარვე გეტყვით რომ ეს არის პირადი გამოცდილების რჩევები და არ არის აუცილებელი ვინმემ ეს დოგმად მიიღოს.
დავიწყებ იმით, რომ ჩანთა არის ყველაზე საყურადღებოდ შესარჩევი ნივთი ლაშქრობისთვის, ფეხსაცმელებთან და საძილესთან ერთად, მაგრამ აქ მხოლოდ ზურგის მეგობარზე ვილაპარაკებ. ჩანთის მოცულობა და ტევადობა იზომება ლიტრებში. ტევადობის თვალსაზრისით მამაკაცისთვის 65 ლიტრიანი სრულიად საკმარისია , ქალისთვის კი 50-65 მერყეობს. რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებულია მოლაშქრის ფიზიკურ მონაცემებზე. საშუალო ტანის მამაკაცისთვის ჩანთის წონა ტვირთიანად 12-14 კგ-მდე მერყეობს. ქალბატონებისთვის კი – 10-12 კგ.
შერჩევისას ყურადღება აუცლებლად უნდა გავამახვილოთ ჩანთის ზურგზე, წელის სამაგრისა და მკერდის სამაგრის კომფორტულობაზე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი საჭიროება და გამოყენების სიხშირე. შერჩევისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთდოულად რამდენიმე ფაქტორი:
- წონა – რაც მცირე მით უკეთესი , თუმცა გასათვალისინებელია ისიც რომ კარგი ჩანთა მზადდება კარგი მატერიალით , რომელიც წონას აუცილებლად გაზრდის.
- მოცულობა – აუცილებელია ე.წ “გაბარიტებში” ჩაჯდომა, რადგან გადაადგილებისას შეიძლება ძალიან დიდი დისკომფორტი გამოიწვიოს, გამოედოს ხეებს ან გაგჭედოთ სადმე კანიონში.
- ტევადობა– ჩანთის ერთ-ერთი მთავარი მახასაიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მის ძირითად დანიშნულებას. განისაზღვრება ლაშქრობის ხანგრძლივობისთვის 2 დან მრავალ დღემდე.
- მასალა – ხარისხის, გამძლეობისა და წყალგაუმტარობის მაჩვენებელი.
- ფასი – მორგება – ჩანთების უმრავლესობას აქვს ზომები S, M, L და ა.შ რომ ზუსტად მოირგოთ სხეულზე და ადვილად შეაგუოთ ორგანიზმი ჩანთას.
- პრაქტიკულობა – იგულისხმება სიმარტივე. ჩანთის მოუხსნელად წვდომა გარკვეულ ადგილებზე, ჯიბეები ახლოს. წყლისთვის გათვალისწინებული ადგილები და ა.შ
- ადვილად ყიდვა – ადგილზე შეძენა იდეალურია , თუმცა თითქმის შეუძლებელია აქ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით კარგი ჩანთის ყიდვა, მივაწვეთ ისევ გამოწერას.
- დიზაინი – რა თქმა უნდა დიზაინი, ფოტოებისთვის, სიამაყისთვის და შეყვარებისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ფასის მიხედვით ყოველთვის ცვალებადია ამიტომ გადაწყვეტილება მაინც სუბიექტურად მისაღები აქვს მოლაშქრეს. მე ჩამოვთვლი 8 ჩანთას, რომლებსაც ვფიქრობ რომ ნორმალური და კარგი მაჩვენებლები გააჩნია.
მაშ ასე , ყურადღება , ჩვენ ვიწყებთ !
High Sierra Tech 2 Series Titan 65 Frame
წონა : 2.3 Kg
ტევადობა : 65 Litres
სქესი: unisex
ფასი : 79$
დეტალურად: amazon.com
კომენტარი : კარგი ვარიანტია დამწყებთათვის, ასევე მათთვის ვინც არ დადის აქტიურად (ყოველ შაბათ-კვირას) და არ სურს სალაშქრო ნივთებში ბევრი ფულის დახარჯვა.
Kelty Catalyst 65 Pack
წონა : 2.2 kg
ტევადობა : 65 Litres
სქესი : unisex
ფასი : 125$- 179$
დეტალურად: rei.com
კომენტარი : კარგი ვარიანტია დამწყებთათვის, ეს არის ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი ხელმისაწვდომი ჩანთებიდან კარგი მონაცემებით.
REI Co-op Flash 65 Pack
წონა : 1.6 kg – 1.7 kg (S, M, L)
ტევადობა : 63 Litres- 67 Litres (S, M, L)
სქესი : unisex
ფასი : 149$ – 199$
დეტალურად : rei.com
კომენტარი : როგორც ონლაინ მაღაზიებზე არსებული განხილვები გვეუბნებიან, რეის ეს მოდელი ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩემი აზრითა და მონაცემების გაანალიზებით , ჩანთა საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკული ჩანს.
Gregory Paragon 68
წონა : 1.77 Kg
ტევადობა : 68 Litres
სქესი : unisex
ფასი : 186$ – 250$
დეტალურად : amazon.com
კომენტარი : ექსპერტების ანალიზით Paragon ძალიან მოხერხებული მოდელია. უფლება არ მაქვს არ დავუჯერო მათ. მით უმეტეს რომ გრეგორი ჩანთებში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია.
Gregory Baltoro 65
წონა : 2.2 kg
ტევადობა : 65 Litres
სქესი : unisex
ფასი: 224$
დეტალურად: amazon.com
კომენტარი : ექსპერტების, კრიტიკოსებისა და მოლაშქრეების თქმით ძალიან პრაქტიკული და კომფორტულია გრეგორის ეს მოდელი. მეტიც გრეგორებში ყველაზე გამორჩეულადაც მიიჩნევენ. რასაც გადავხედე ძალიან მომეწონა. ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
Osprey aether 60
წონა : 2.25 Kg
ტევადობა : 60 Litres
სქესი: Men’s
ფასი: 216$-290$
დეტალურად: amazon.com
კომენტარი : რა თქმა უნდა ოსპრი. აქ ვეცადე გამომეტანა მაქსიმალურად სხვადასხვა ბრენდები , რომელთაც აქვთ გამორჩეული ჩანთები. ოსპრი ჩემი პირადი აზრითა და გამოცდილებით მათ შორის ყველაზე გამორჩეულია. ამიტომ ამ ბრენდში სხვა მოდელებიც შეგიძლიათ აქტიურად შეათვალიეროთ.
Arcteryx Bora AR 63
წონა : 2.27 Kg
ტევადობა : 63 Litres
სქესი: მამაკაცი
ფასი: 549$
დეტალურად: amazon.com , rei.com
კომენტარი : ექსპერტები ამბობენ რომ Arcteryx Bora გამორჩეულია, ჩემი აზრით ჩანთა საკმაოდ მძიმე და გამოსაყენებლად არც თუ ისე პრაქტიკული. თუმცა არქტერიქსის ჩანთები გამძლეობითა და კომფორტით სამყაროდ გამორჩეულია.
და ბოლოს ყველაზე საყვარელი, რჩეული და ცუნცულა – Osprey Atmos 65
წონა : 1.92 kg (S) , 1.98kg (M) , 2.04 kg (L)
ტევადობა : 65 Litres
სქესი: Men’s
ფასი: 182$ – 259$
დეტალურად: rei.com
კომენტარი : ჩანთა კარგი ზურგით , მოსახერხებელი სამხრეებით, მარტივად მოსახმარი, მოცულობა და წონა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. გამოყენებაში ძალიან პრაქტიკულია და საკმაოდ ტევადი. დიდი რეკომენდაცია მას ჩემგან. ერთადერთი ნაკლი არის უსაწვიმრობა. საწვიმარი ცალკე უნდა უყიდოთ ამ ჩურგძმას.
*შენიშვნა , თითქმის ყველა მოდელში არის როგორც კაცის ასევე ქალის ჩანთები, ამიტომ გული არ დაგწყდეთ თუკი პოსტში რომელიმეზე მამაკაცის იყო მითითებული, შეგიძლიათ მოძებნოთ და ადვილადვე მიაგნებთ სპეციალურად ქალთათვის შეკერილ ჩანთებს.
გახსოვდეთ რითიც დავიწყე, ყველა მოლაშქრისთვის კომფორტი და პრაქტიკულობა ინდივიდუალურია. გაითვალისწინეთ თქვენი ფიზიკური მონაცემები და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. თუკი ვინმე შეიძენთ აქაური რეკომენდაციით რომელიმეს, გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ასევე დააფიქსირეთ აზრი რომელ პროდუქტებზე ისურვებდით სტატიას.
და კიდევ ერთი რჩევა ბონუსად 😉 ამოარჩიეთ თქვენი სასურველი ჩანთები ან ჩანთა და ჩააგდეთ ონლაინ მაღაზიის კალათაში. გარკვეულ პერიოდებში (ოღონდ მცირე ხნით) საგრძნობი ფასდაკლებებია და შეგიძლიად ბევრად უფრო იაფად იყიდოთ თქვენი რჩეული. მაგალითად Osprey Atmos 65 ღირს 259$ , ფასდაკლებაზე კი 182$ ზეც ჩამოსულა. ამიტომ თუ არ გეჩქარებათ, აქტიური დაკვირვების რეჟიმში გადადით.
ასევე ჩამოვთვლი ბრენდებს, რომლებსაც გადასარევი იმიჯი აქვთ. ჩანთები კი თავად მოგიწევთ რომ შეარჩიოთ Black Diamond , Marmot, Osprey, Rei, Camelbak, Gregory, Mammut, Mountain Hardwear, Deuter, Kelty.