დედამიწაზე კლიმატი მუდმივად იცვლებოდა. თუმცა, დღეს ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურ, გლობალურ პრობლემად გადაიქცა. საშუალო ტემპერატურის მატება, მყინვარების რაოდენობის შემცირება, სტიქიური უბედურებების ზრდა… ეს ყველაფერი თანამედროვე რეალობაა. თუმცა, გლობალური დათბობის შედეგებსა და მიზეზებზე ამ სტატიაში არ დავწვრილმანდებით, რადგან ეს საკითხი ჩვენი კომპეტენციის საზღვრებს სცდება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბროთ, ფოტომასალა გამოვიყენოთ თვალსაჩინოებისთვის და “ზებრულ” ჭრილში განვიხილოთ ამ პროცესების შედეგები.
თუ ძველი ფოტოების თვალიერება გიყვართ და თან ლაშქრობა, საქართველოს სხვადასხვა მხარეში მოგზაურობა თქვენი ჰობია, აუცილებლად შეამჩნევდით გარემოს ცვლილებას.
საქართველოს შემთხვევაში, გარდა კლიმატისა, ხშირად უყურადღებობაც გამხდარა ამა თუ იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა თუ სალაშქრო ბილიკების სახეცვლის მიზეზი. ზოგჯერ ცვლილებას ათწლეულები სჭირდება, ზოგჯერ კი რამდენიმე წელიც ჰყოფნის. ძირითადად მდგომარეობა უარესობისკენ იცვლება: დამდნარი მყინვარები, დამშრალი მდინარეები, დანგრეული ციხეები და ტაძრები. იშვიათა კი სასიკეთო ცვლილებებიც გვხვდება: მყინვარის დნობისას გაჩენილი ულამაზესი ტბები, აღდგენილი მუცო და სანაგირე. ძველი და ამჟამინდელი მდგომარეობის შედარება ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ჩვენთვის საყვარელ კულტურულ ძეგლსა და მშვენიერ ხედებს ეხება.
ქვემოთ შეგიძლიათ დაათვალიეროთ საქართველოს გამორჩეული ადგილების ფოტოები, გადაღებული მე–20 და 21–ე საუკუნეებში. წინა საუკუნეების შავ-თეთრი ფოტოები ამოღებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან.
მაშ ასე, დავიწყოთ:
-
ისტორიული ციხე-ქალაქი თმოგვი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ჯავახეთი.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/Charkvianebidan_155-1024x659.jpg)
ფოტო ეროვნული ფოტომატიანეს კოლექციიდან; მფლობელი ელეფთერ ლაფაჩი.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/Devi_Berdzenishvili-454-744x1024.jpg)
დევი ბერძენიშვილის ფოტო.
თმოგვის ციხე, 2017 წელი
-
ოქროს ციხე, ადიგენის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთი.
-
კლდეში ნაკვეთი ქალაქი – უფლისციხე, შიდა ქართლი.
-
კუროტი შოვი.
ის ეკუთვნის ონის მუნიციპალიტეტს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/L.-Choladze-0057.jpg)
აგვისტო, 1978 წელი; ფოტო ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციიდან; მფლობელი ლოლიტა ჭოლაძე.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/LE1_0445-1-1024x724.jpg)
2019 წელი, თებერვალი.
თურმე 1978 წელს ეს ულამაზესი შენობა აქტიური ყოფილა.
-
სოფელი შატილი – ციხესიმაგრე ხევსურეთში, მცხეთა-მთიანეთის მხარე.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/Droeba_Suratebiani_Damateba_1910_N13-4.jpg)
1910 წელი; ფოტო ეროვნული ფოტომატიანეს კოლექციიდან; მფლობელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/Ramaz_Ghvinefadze-132.jpg)
1973 წელი, ოქტომბერი; თემურ ღვინეფაძის ფოტო.
-
დაბა სტეფანწმინდა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ცენტრი, ისტორიული ხევი.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/Stefancmindis_Istoriuli_Muzeumi-6.jpg)
17 ივლისი, 1962 წელი; ფოტო სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის არქივიდან; ფოტოს მფლობელი სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი; ეროვნული ფოტომატიანეს კოლექციიდან.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/545783.jpg)
ფოტოს ავტორი გიო თუთიაშვილი
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/01/22336920093_1838007e0d_h.jpg)
ფოტოს ავტორი პაატა ვარდანაშვილი
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/02/-ქუქიშვილი-მყინვარწვერი-e1580919852628-1024x647.jpg)
მყინვარწვერის ენა, ყაზბეგი. ფოტო გადაღებულია 1940-50-იან წლებში ალპინიადის დროს . © ვარდო ქუქიშვილი
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/02/ზებრა-პოსტი-2-1-1024x683.jpg)
იგივე ხედი მყინვარწვერზე 2018 წელს
- ისევ მცხეთა-მთიანეთის მხარე, ციხე-სოფელი მუცო.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/02/Irakli_Vartagava_1965-muco-1-1024x735.jpg)
ციხე-სოფელი მუცო. ფოტო გადაღებულია ავთანდილ ვართაგავას მიერ 1964 წელს.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/02/მუცო_სოფელი-1024x577.jpg)
რეაბილიტირებული ციხე-სოფელი მუცო 2016 წელს. © ვიკიპედია
- გურჯაანის რაიონი, სოფელი ვაზისუბანი. კახეთის მხარე
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/02/sanagire-1024x683.jpg)
X-XI საუკუნეების სამონასტერო კომპლექსი სოფელ ვაზისუბანში. ფოტო გადაღებულია 2013 წელს.
![](http://greenzebra.ge/wp-content/uploads/2020/02/სანაგირე-2-1024x683.jpg)
სანაგირე 2018 წელს.
-
ბახმარო
მოგეხსენებათ, რომ ფუმფულა ბახმაროს ზამთარში, თებერვლის დასაწყისში, ყოველწლიურად ვსტუმრობთ. კურორტი ბახმარო მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონისან 1950 – 2050 მეტრზე. როგორც ფოტოზე ხედავთ, სიფუმფულე კურორტს წლების მატებასთან ერთად აკლდება:
***ძველი ფოტოების ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა, დიდი განსხვავება ვერ შეამჩნიეთ. თუმცა, სიძველეებში ქექვა და თანამედროვეობასთან შედარება უკვე სასიამოვნო შეგრძნებაა. წინა საუკუნეების ფოტოების თვალიერება და მათ შორის ალპინიზმისა და ლაშქრობის ფოტოების ნახვა უკვე გაოცებასაც კი იწვევს.
სტატიის ავტორი: მზიკო შავთვალაძე