როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ჯოხები?
თითქოს და ეს თემა ძალიან ვიწროა და თითქოსდა განსაკუთრებული ცოდნა/გამოცდილება არ სჭირდება სალაშქრო ჯოხების შერჩევას, თუმცა მე გეტყვით რომ ეს ასე ნამდვილად არაა, რადგან აქაც საკმაოდ ბევრი ნიუანსია, რომელსაც თავიდანვე ვერ გაითვალისწინებ ან ვინმემ უნდა გითხრას ან კიდევ თავად მიხვიდე ამ გამოცდილებამდე. აჰაა ბატონო, აქ ვარ ის ვინმე.
მრავალი სახის, ვიზუალისა და ხასიათის ჯოხები არსებობს. ამ სტატიაში მე შევეცდები დაგეხმაროთ ჯოხების ხარისხის გარჩევაში და ჩამოვწერო ის მოდელები რომლებიც ჩემს ფავორიტ სიაში მოხვდა.
ჯოხების შერჩევისას მთავარი ყურადღება მისაქცევი ფაქტორებია:
-
დიზაინი
-
მასალა
-
სახელური
-
სახელური, თოკი, საყრდენი და ალტერნატიული სახელური
-
სიგრძე (გაშლილისა და დაკეცილი მდგომარეობაში)
-
წონა
-
ფასი
დიზაინი:
-
ტელესკოპური
– ყველაზე გავრცელებულია, როგორც წესი ტელესკოპურ მექანიზმს გააჩნია ორი ან სამი სექცია ჯოხის სიგრძის დასარეგულირებლად, ორ სექციიანი ჯოხები დაკეცილ მდოგმარეობაში შედარებით გრძელია, ხოლო სამ სექციიანი – მოკლე. მექანიზმებს შორის არსებობს 3 ტიპის მექანიზმით:
- მბრუნავი (სატრიალებელი) ჩამკეტი – ყველაზე ბიუჯეტური ღირებულების ჯოხებს ამ კატეგორიაში შეხვდებით, მისი მთავარი პლიუსი ფასია, თუმცა შედარებით რთული გამოსაყენებელია ცუდი კლიმატური პირობების დროს. მექანიზმის დაზიანდების შემთხვევებიც ხშირია.
2. ბურთულიანი ჩამკეტი – ყველაზე იშვიათი მექანიზმი, თუმცა ისიც როგორც მბრუნავი მექანიზმი შედარებით დაბალბიუჯეტურია, მისი პლიუსი ზემოთხსენებულთან შედარებით არის უფრო მყარი ფიქსაცია, თუმცა აქვს მინუსი – როგორც სატრიალებელზე აღვნიშნე ცივ კლიმატურ პირობებში საკმაოდ ძნელია ბურთულით ჯოხის სიგრძის რეგულირება, ბურთულის ჩავარდნის ან აცდენის შემთხვევაში კი შესაძლოა ძვირფასი წუთების დაკარგვაც და კიდევ ერთ მის ნაკლად ვიტყოდი, ქარის პირობებში საკმაოდ ხმაურიანია, წუის და ნერვებზე თამაშობს.
3. გარე ფიქსირებული ჩამკეტები – ტელესკოპურ მექანიზმში ყველაზე სანდო და პრაქტიკული. მისი დადებითი მხარე სისწრაფე და სიმარტივეა, უარყოფითი კი ის შედარებით ძვირია, ასევე უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს მირტყმისას ან რაიმე გარე შემთხვევებისას შესაძლოა დაზიანდეს პლასტმასის ჩამკეტები
-
გვარლიანი (ე.წ ტროსიანი)
ბოლო წლების განმავლობაში გასაშლელი ჯოხები უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. “Z-type”-ს გასაშლელ ჯოხებს ჩვეულაბრისამებრ 3 სექცია აქვს რომლებიც ერთმანეთთან ტროსებითაა გაჭიმული. ფიქსაცია მყარი და საიმედოა. მისი მთავარი ხიბლი მის ზომაშია, დაპატარავებისას ძალიან პორტატულია და ადვილად მოთავსებადია ჩანთის სამაგრებზე. მის ნაკლად მისივე წარმატება შეიძლება ჩაითვალოს, დაკეცილი მდგომარეობაში ის ბევრად განიერია და მეტ მოცულობას იკავებს, ასევე ზოგიერთ მოდელებს ზომები არ ურეგილირდება და თავიდანვე ფიქსირებული ზომები აქვს, თუმცა თანამედროვე მოდელებში ერთი სექცია ტელესკოპური ჩამკეტითაა და სწორედ ამ სექციითაა შესაძლებელი გაზრდა დაპატარავება
-
ფიქსირებული
სალაშქროდ ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ტიპი. ისინი არც რეგულირდებიან ზომაში, არც რაიმე სექციები და ჩამკეტები აქვთ და უმოქმედობის ჟამს მათი შენახვა მიმაგრება ჩანთაზე და შემდგომ ასე სიარული საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია
მასალა
როგორც წესი ახლებურები ჯოხები ორი მასალისგან მზადდება: ალუმინი და კარბონი.
ალუმინიცა და კარბონიც კარგი მასალებია , თუმცა ალუმინიან სალაშქრო ჯოხებს შეედარებით მეტი წონა აქვთ ვიდრე კარბონიანას და პირიქით, დრეკადობის კუთხით ალუმინის ჯოხები უფრო დრეკადია, ვიდრე კარბონი, რომელიც უფრო მყარ მასალად ითვლება. მთლიანობაში ორივე მასალა საკმაოდ წარმატებულად ითვლება და პრაქტიკაში ორივე ძალიან კარგად გამოიყენება.
სახელური
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაზეც ჯოხებზე უნდა ვიცოდეთ არის სახელური. ძირითდად 4 ტიპის სახელური გამოიყენება მათი შექმნისას:
- ქაფი
- კორპი
- რეზინი
- პლასტმასი
ბოლო ორზე დიდად ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან თავადაც მიხვდებით რომ პლასტმასი ყველაზე არაპრაქტიკული და იაფფასიანი იქნება ამ ჩამონათვალში. შემდგომ მოდის რეზინი, რადგან ასეტი ტიპის სახელურის ხშირად გამოყენებისას ადვილი შესაძლებელია წყლულების გაჩენა ხელებზე, ასევე ადვილად ოფლიანობა.
ყველაზე პრაქტიკულ სახელურებად კორპი და ქაფი ითვლება, ძნელია მათ შორის არჩევანი გააკეთო, მაგრამ მე მაინც ჩემი პირადი მოსაზრებით კორპისკენ ვიხრები, რომელიც დროდადრო მისი პატრონის ხელის ფორმას იღებს და უფრო ადვილად გამოყენებადი ხდება. თავად შეადარეთ ეს ორი მასალა და უკეთ გადაწვეტთ რომელი უფრო ერგება თქვენს ხელს, თუმცა არ მგონია რომელიმე მასალამ უკმაყოფილო დაგტოვოთ. ეს მხოლოდ გემოვნების ამბავია და მიჩვევის.
სახელურის დაგრძელება და საყრდენი
ნებისმიერ თავმოყვარე, განსაკუთრებით ახალი მოდელების ჯოხებს, ყველას მოყვება დამატებითი მასალა სახელურის გაგრძელებად და როგორც წესი ეს მასალა ქაფია, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. ალბათ იკითხავთ ეს რა საჭიროა საერთოდ?
დიახაც რომ საჭიროა, როდესაც მოკლე აღმართზე ადიხარ, არაა აუცილებელი ჯოხის ზომა შეცვალო ყოველწუთში, აი სწორედ ამისთვის გამოიყენება დამატებითი დამაგრძელებელი.
ხარისხიანი საყრდენი კი დაღმართში აადვლებს გადაადგილებას, მაშინ როდესაც სწრაფი მხარდაჭერა გჭირდება ჯოხისგან, ხარისხიან ბრენდებში როგორც წესი მყარი მასალით მზადდება, ძირითადად რეზინით.
სიგრძე
რა თქმა უნდა ჯოხი მხოლოდ გაშლილი მდგომარეობა არაა და აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი დაკეცილობის მაჩვენებელიც. რაც უფრო მოკლედ იკეცება ჯოხი, მით უფრო პრაქტიკული და ადვილია მისი ჩანთაზე მიმაგრება, რომ მოძრაობაში ნაკლებად ხელის შემშლელი იყოს.
წონა
რაც უფრო ნაკლები მით უკეთესი, რადგან ხელიც ნაკლებად დაიღლება და შესაბამისად ორგანიზმიც. გამორჩეულ ბრენდებში, საშუალოდ წონა 400-600 გრამამდე მერყეობს ხოლმე (წყვილი).
ფასი
ხარისხიანი ბრენდების ფასები საკმაოდ მაღალია როგორც წესი, თუკი ხმერტულ ფასდაკლებას არ მიაგენით. საშუალოდ 100-150$ მდე მერყეობს. (წყვილი), შედარებით დაბალი კლასის ჯოხებს კი 35-60$ დიაპაზონშიც იშოვნით.
ახლა კი ჩამოვწერ რამდენიმე მოდელს, რომელიც გამორჩეულად მომწონებია შერჩევა-მოკვლევა-ტესტირებისას, თუცმა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რომ რაღაც ჩემთვის პრაქტიკულია არ ნიშნავს იმას რომ თქვენთვისაც ერთი-ერთში იქნება. ასეა თუ ისე მაინც ყველაფერი პირად კომფორტამდე დადის.
Black Diamond Trail Ergo Cork Trekking Poles
ფასი : 87 $ – 129$
მასალა: ალუმინი
ხელსაკიდის მასალა: კორპი
წონა: 510გრ. (წყვილი)
დეტალურად: rei.com
Black Diamond Alpine Carbon Cork
ფასი : 117 $ – 149$
მასალა: კარბონი
ხელსაკიდის მასალა: კორპი
წონა: 484გრ. (წყვილი)
დეტალურად: rei.com
LEKI Corklite SpeedLock Poles
ფასი : 85 $ – 139$
მასალა: ალუმინი
ხელსაკიდის მასალა: კორპი
წონა: 540გრ. (წყვილი)
დეტალურად: rei.com
Leki Micro Vario Carbon
ფასი : 129 $ – 199$
მასალა: კარბონი
ხელსაკიდის მასალა: კორპი
წონა: 480გრ. (წყვილი)
დეტალურად: rei.com
ცოტა ბიუჯეტურსაც რომ მივაწვეთ:
Cascade Mountain Tech Aluminum
ფასი : 23 $ – 29$
მასალა: ალუმინი / კარბონი
ხელსაკიდის მასალა: კორპი / ქაფი
წონა: 540გრ. (წყვილი)
დეტალურად: amazon.com
ბევრი იტყვის , რატომ უნდა გადავიხადო ჯოხებში ამდენი, რას აკეთებენ ასეთს? მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში უკეთესი ცხოვრება გველის B|
სალაშქრო ჯოხებში შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისში ასევე საზღვარგარეთ, ე.წ “გამოწერით”, მათ შორის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ბრენდებია: Black diamond, Leki, komperdell, Rei co-op.
თუმცა მხოლოდ ჯოხი რას იზამს თუკი ჩანთა არ გივარგა :d