კმ მანქანით 645
კმ ფეხით 32
ზღვის დონე – მინიმალური 960 მ
ზღვის დონე – მაქსიმალური 2907 მ
ტურის ფარგლებში ჩვენ გავემართებით თბილისიდან სამეგრელოსკენ. გავივლით კოხტა ეზოებით შემკულ მეგრულ სოფლებს და გავჩერდებით სოფელ მუხურში. აქ დავტვირთავთ ბარგს სატვირთოს ძარაზე, შემდეგ ჩვენც შევსხდებით და ავუყვებით ტყის გზებს. 6 დღის განმავლობაში ვეწვევით ეგრისის ქედის 5 ტბას. პირველად ვნახავთ პატარა ტობავარჩხილს, რომელიც მეგრულად ვერცხლის ტბას ნიშნავს.შემდეგ ვეწვევით დიდ ტობავარჩხილს. ბოლოს კი – კალიაშის, დიდღალის და წაქარწყალის ტობებს. ტობა მეგრულად ტბას ქვია. ყველა ღამეს გავათევთ კარვებში, ღია ცის ქვეშ, ველურ ბუნებაში, სადაც არასდროს მოხვედრილა ცივილიზაცია.
ღირსშესანიშნაობანი:
დილით ადრე 06:00 გავდივართ თბილისიდან დასავლეთით, სამეგრელოს მიმართულებით. სოფელ მუხურში ვიცვლით ტრანსპორტს. ვბარგდებით სატვირთოში და ავუყვებით მთის გზას. სამანქანო გზის დასრულების შემდეგ მოვემზადებით გზის ფეხით გასაგრძელებლად. იქნება ინსტრუქტაჟი გასავლელ მარშრუტსა და უსაფრთხოების ნორმებზე. 3.5 კმ-ის გავლის შემდეგ დავბანაკდებით ზღვის დონიდან 2050 მ-ზე.
დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში და გავემართებით პატარა ტობავარჩხილისკენ. ავივლით მკვეთრ აღმართს 600 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. ვისადილებთ. შემდეგ გადავალთ 2765 მ. უღელტეხილზე და დავეშვებით 200 მეტრიან მკვეთრ დაღმართზე. სულ მეორე დღეს სავალი მანძილი – 4.5 კმ. დავბანაკდებით პატარა, იგივე ცაშკიბულის ტობავარჩხილთან, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.
დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში და გავემართებით დიდი ტობავარჩხილისაკენ. 3კმ რთული ბილიკი. 400 მეტრიანი აღმართის ავლის შემდეგ გადავივლით ტურის ყველაზე მაღალ წერტილს, ცაშკიბულის უღელტეხილს(2907მ). მეგრულად “ცაშკიბული” ნიშნავს “ცის კიბეს”. გზაში მსუბუქუად წავიხემსებთ და დავეშვებით 300 მეტრიან მკვეთრ დაღმართზე. დავბანაკდებით ზღვის დონიდან 2660 მეტრზე დიდ, იგივე ჭითაგვალაშ ტობავარჩხილზე, რაც წითელი მთის ვერცხლის ტბას ნიშნავს ადგილობრივთა ენაზე.
დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში. ბანაკის აუშლელად, მსუბუქად აღჭურვილები გავემართებით სამი პატარა ტბის მოსანახულებლად. ეგრისის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებიდან იშლება დიდებული ხედები ხობისწყლის ხეობაზე, დიდ კავკასიონსა და მწვერვალ იალბუზზე. პირველად ვეწვევით დიდღალის ტბას, შემდეგ კალიაშს, ბოლოს კი – ულამაზეს წაქარწყლის ტბას. 300 მეტრის”დაგდება” და 300 მეტრის “აწევა” ბოლო ტბამდე მისასვლელად. შედეგ კი იმავე გზის უკან გავლა ბანაკში დასაბრუნებლად. შემდეგ ავშლით ბანაკს, ჩავალთ 4 კილომეტრით მოშორებულ მაგანას ხეობაში (-600 მეტრი) და დავბანაკდებით მწყემსებთან ახლოს ზღვის დონიდან 2090 მეტრზე. ამ დღეს ჯამში გავივლით 9 კილომეტრს. აქედან 5 კმ მსუბუქი ბარგით, 4 კმ – სრული აღჭურვილობით
დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში. შემდეგ დავუყვებით მდინარე მაგანას ხეობას 8 კილომეტრის მანძილზე და დავბანაკდებით მდინარეების – მაგანასა და ჯოლორას შესართავში, ზღვის დონიდან 960 მეტრ სიმაღლეზე. ჯამში ამ დღეს სიმაღლეთა ცვალებადობა იქნება 1100მ.
დილით 07:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში. შემდეგ ავუყვებით საფეხმავლო ბილიკს ჯოლორას ტყეში. გვექნება ორი აღმართი, 200 და 300 მეტრიანი სიმაღლეთა ცვალებადობით. 6კმ საფეხმავლო გზის გავლის შემდეგ ჩავბარგდებით სატვირთოში და დავბრუნდებით სქურში. საიდანაც 6 საათი მოგვიწევს მგზავრობა თბილისამდე.
დამატებითი მომსახურება:
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.