კატეგორია სათავგადასავლო
სირთულე : მარტივი
კმ მანქანით: 300
კმ ფეხით: 2
ზღვის დონე – მინიმალური 2141 მ
ზღვის დონე – მაქსიმალური 2240 მ
ტურის ფარგლებში ჩვენ გავემართებით თბილისიდან ჩრდილოეთით, ხევში. მოვინახულებთ მაღალ მთაზე, ღრუბლებში მდებარე მონასტერს – გერგეტის სამებას (2200მ), შემდეგ გავეშურებით მდინარე თერგის სათავეებისკენ, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, სადაც მოვინახულებთ ბუნებრივ ტრავერტინებს, მიტოვებულ ციხესიმაგრეებსა და კოშკებს.
ყაზბეგის ეროვნული პარკი; გერგეტის სამება; თრუსოს ტრავერტინები; “ბუყბუყა” ტბა; თრუსოს ნასოფლარები – კეტრისი, აბანო, ზაქაგორი; ქასარას კანიონი;
სოფელი სუათისი
დილით 10:00 საათზე გავდივართ თბილისიდან ჩრდილოეთით, ყაზბეგის მიმართულებით. გზად გავჩერდებით გუდაურის გადმოსახედთან, საიდანაც პანორამული ხედები იშლება მდ. თეთრი არაგვის ხეობაზე. შემდეგ ჩავალთ დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) და მოვინახულებთ მთაზე მდებარე გერგეტის სამების მონასტერს. შემდეგ გავეშურებით თრუსოს ხეობაში. ვისადილებთ საველე პირობებში, ზაქაგორის ციხესიმაგრესთან და გამოვუყვებით ხეობას უკან. გზად შევივლით “ბუყბუყა” ტბაზე, საიდანაც დავბრუნდებით თბილისში.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.