საქართველოს სოფლებსა თუ რეგიონებში ბევრი რამისთვის ღირს წასვლა. განსაკუთრებით გურმანებისთვის, ვისაც საშუალება მიეცემათ ოჯახურ გარემოში დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები, სურვილის შემთხვევაში კი მომზადების პროცესშიც ჩაერთონ.
თუ გსურს, რომ საქართველი ისე გაიცნო, როგორ ქართველმა მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნო გუდაყარში ადგილობრივების მიერ მოხვეული ნივრის, ხაჭოს, კარტოფილის ხინკალი. არ უნდა გამოგრჩეს მესხური სამზარეულო ბატისა და ლოკოკინის ხინკლითა და უძველესი წესით მომზადებული ფურნეს ხაჭაპურით. დამბალხაჭოსთვის ფშავს უნდა ეწვიო, საუცხოო ელარჯისთვის კი სამეგრელოს.
ჩვენი მიზანიც ესაა – დააგემოვნოთ ბევრისთვის უცნობი, ადგილობრივი დიასახლისის ხელით მომზადებული უგემრიელესი ქართული კერძები და თქვენს თავზე იგემოთ ყველასთვის ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა.
+995598362339
Mon - Fri 10.00 - 18.00
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.