ამ ტურის ფარგლებში ჩვენ გავემგზავრებით ჩრდილოეთ საქართველოში, კავკასიონის მთებში მოქცეულ ხევსა და ხევსურეთში. ვეწვევით სოფელ ჯუთას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე დასალებული პუნქტია ევროპაში(2100მ), გადავივლით ჭაუხის უღელტეხილს ზღვის დონიდან 3332 მეტრზე, მოვინახულებთ აბუდელაურის სამ ფერად ტბას (თეთრი, ლურჯი, მწვანე). მარშრუტს დავასრულებთ ხევსურეთში, ასევე ერთ-ერთ უმაღლეს სოფელ როშკაში (1990მ).
კატეგორია: სათავგადასავლო
სირთულე: ★★★★☆
კმ მანქანით: 280
კმ ფეხით: 19
ზღვის დონე – მინიმალური 1977 მ
ზღვის დონე – მაქსიმალური 3332 მ
სოფ. ჯუთა;
ჭაუხების კლდოვანი მასივი;
ჭაუხის უღელტეხილი (3332მ);
ხედები ხევსა და ხევსურეთზე;
აბუდელაურის ფერადი ტბები;
აბუდელაურის ბუნების ძეგლი – როშკის ლოდოვანი;
სოფ. როშკა;
Day 1 დილით 10:00 გავდივართ თბილისიდან ჩრდილოეთით, ყაზბეგის მიმართულებით. სოფელ ჯუთიდან ვიწყებთ საფეხმავლო მარშრუტს ჭაუხის უღელტეხილისკენ. 5 კილომეტრის გავლის შემდეგ ვბანაკდებით ჩაუხების მასივის ძირში, ზღ. დონიდან დაახლოებით 2800 მეტრზე.
Day 2 დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ ბანაკში და გავაგრძელებთ გზას უღელტეხილისკენ. უღელტეხილზე(3332მ) გვექნება ფოტო-შესვენება და საშუალება ხედებით დატკბობისა. შემდეგ დავეშვებით ხევსურეთის მხარეს, ციცაბო დაღმართზე და ჩავალთ თეთრ ტბასთან (2900), 1.5 კილომეტრის შემდეგ შევისვენებთ ლურჯი და მწვანე ტბების პირას და ვისადილებთ. დღის მეორე ნახევარში გავივლით დარჩენილ 6 კილომეტრს სოფელ როშკამდე, სადაც დაგველოდება ტრანსპორტი და დავბრუნდებით თბილისში. სულ მეორე დღეს გასავლელი მანძილი – 14 კმ.
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.