ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, იგი თავიდანვე კახოსის წილს შეადგენდა და იყო ისტორიული კახეთის ერთ ერთი ნაწილი.
ისტორიულად ხევსურეთი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით დურძუკეთით (დღეს ჩეჩნეთ-ინგუშეთი), სამხრეთით — ფშავით, აღმოსავლეთით თუშეთით, დასავლეთით კი ხევითა და გუდამაყრით. დღესდღეობით, ხევსურეთი არაგვის ხეობის გარდა, მოიცავს ასას, არღუნისა და ანდაქის ხეობებს.
პირიქითა ხევსურეთში მდებარეობს სოფლები: შატილი, ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგიწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა, ხონე.
პირაქეთა ხევსურეთში მდებარეობს სოფლები: ბარისახო, აკუშო, კორშა, გუდანი, ბისო, ღული, ჩხუბა, ჭიე, ბლო, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, მაღრაანი, მოწმაო, როშკა, უკანახო, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი.
ხევსურეთში გამორჩეული რეგიონია არხოტი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს სოფლებს: ამღას და ახიელს, ხოლო სოფელი ჭიმღა ამჟამად დაცლილია. არხოტის ხეობაში შემორჩენილია ნასახლარები: კალოთანა, ღორღუ, წყალშუა, კვირიწმინდა.
ასევე არსებობს შემდეგი სახელწოდების ადგილები: ტერღა, ბისნა (ბისნას ხეობაში) და კოვგრა (ტანიესწყლის ხეობაში). არხოტის ხეობა საზღვრისპირა რეგიონია და მას ჩრდილოეთით რუსეთი ესაზღვრება.
ხევსურეთის სამზარეულოში დომინანტია რძის პროდუქტები, ხორცი და დღესასწაულებზე მოხარშული ლუდი. სტუმარს ყოველთვის მასპინძლობენ კეცეულით (ერბოში შემწვარი ხაჭაპურით). ათენგენობას (დღესასწაული აღმოსავლეთ მთიანეთში) ხევსურეთში სვიისგან ხარშავენ ლუდს. ეს რიტუალი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის. ხევსურულ სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძად ითვლება კუსერბო, რომელიც მზადდება კარტოფილით, ჭყინტი ყველითა და ერბოთი.
ხევსურეთში მრავალფეროვანი სანახაობაა მთების, ტბების, ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის. ხევსურეთში აუცილებლად უნდა ნახო: აბუდელაურის ფერადი ტბები სოფელ როშკაში, ერთ-ერთი კარგად შემონახული ციხე-სოფელი – შატილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის მტრებისგან. სოფელი მუცო, რომელიც წარმოადგენდა საფორტიფიკაციო, თავდაცვით სისტემას ჩრდილოეთიდან მომავალი დამპყრობლისათვის. მუცოს კომპლექს არ გააჩნია ანალოგი და ის ნებისმიერ ვიზიტორს აღაფრთოვანებს თავისი განსაკუთრებულობით. სოფელი არდოტი, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია. არხოტი, სადაც აღფრთოვანდებით ტანიეს ტბითა და ხეობით, სოფელი ამღით და ქავისკარის ციხით, კალოთანას ხეობით და საჯიხვეებით.
ხევსურეთში ღამისთევა შესაძლებელია სოფელ ბარისახოში, გუდანში, კორშაში, როშკაში, შატილში, მუცოში მდებარე საოჯახო სასტუმროებში. ასევე, რელიეფი იძლევა შესაძლებლობას დარჩეთ ღამე კარვით.
თუ გაქვთ დრო და გიყვართ ლაშქრობა ველურ გარემოში, შეგიძლიათ რამდენიმე გზით მოხვდეთ ხევსურეთში და თან გაიაროთ ულამაზესი მარშრუტები. მაშ ასე, ჩაალაგეთ ზურგჩანთა და გადადით: თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით, გუდამაყრიდან ხევსურეთში ფხიტურის უღელტეხილით, ფშავიდან ხევსურეთში,
მწვანე ზებრა არის ტურისტული კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე.